სადოქტორო კოლოკვიუმი N6

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა აგრძელებს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.

მიმდინარე მოდულის ფარგლებში ვიმსჯელებთ ქართულ ისტორიოგრაფიაზე თანამედროვე და საბჭოთა ისტორიოგრაფიის კონტექსტში.   

მეექვსე ონლაინშეხვედრაზე შაბათს, 6 თებერვალს,  14:00 საათზე, ლუკა ნახუცრიშვილიისაუბრებს „სუბალტერნის (ქვეშევრდომილთა) კვლევების“ კოლექტივის ისტორიოგრაფიული მიდგომის სარგებლიანობაზე საქართველოს მოდერნული ისტორიის „ქვემოდან“ წაკითხვისათვის. რა გზებით შეგვიძლია აღგვადგინოთ „უხმოთა“ ხმები და რა ტიპის „არქივია“ საამისოდ საჭირო? რა მიმართებაშია ქვეშევრდომილ კლასთა ისტორია გაბატონებულ(თა) ნაციონალისტურ პოლიტიკურ ისტორიოგრაფიასთან? რამდენად შეუძლია თავად ისტორიოგრაფიას, იყოს „ნეიტრალური“, როდესაც საკითხი ისტორიის მიღმა დარჩენილი ჯგუფების აგენტობის გამოკვეთაზე მიდგება?

ლუკა ნახუცრიშვილი ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი და კოორდინატორია.  ამჟამად მუშაობს ტრანსდისციპლინურ პროექტზე, რომელიც ეხება XIX საუკუნის ბოლოს ცარისტული საქართველოდან დაწყებული პირველი რესპუბლიკის ჩათვლით რევოლუციურ ინტელიგენციასა და გლეხობას შორის შემდგარი ალიანსის პოლიტიკურ და კულტურულ დინამიკას.

ძირითადი ტექსტები და დამატებითი საკითხავი მასალა იხილეთ გუგლ კლასრუმში მითითებულ ბმულზე: https://classroom.google.com/u/0/w/MTY1ODQxMzU4MDEx/tc/MjQ3NDg3MDgyNzgy?fbclid=IwAR2bLUqRNuTaGveT0dI878Vb2Pt9T6daiOK9M0svSpmXhQZjPyvv1MBiPzc

კოდი: 67nbsh2

შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://us02web.zoom.us/j/84028341764

დისკუსია არ ჩაიწერება.

დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის

ორგანიზატორებს:

ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge

თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin