ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი
ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი ენიჭებათ გამორჩეული სამეცნიერო მისწრაფებების მქონე პერსპექტიულ კანდიდატებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაასრულეს ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა და აპირებენ სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას. გრანტის ფარგლებში გამოიყოფა 500 ევროს დაფინანსება თერთმეტთვიანი მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტისთვის. ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროგრამა არ ითვალისწინებს სრულგანაკვეთიან პოსტსადოქტორო პოზიციას, თუმცა, წარმატებულ კანდიდატებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს პოსტსადოქტორო პოზიციის მოსაპოვებლად.
დაფინანსების პარალელურად, აუცილებელია გრანტის მფლობელის მონაწილეობა სადოქტორო პროგრამაში, კერძოდ, პროფესორის ასისტირება დოქტორანტის ხელმძღვანელობაში, მინიმუმ ერთ არააკადემიურ (ადმინისტრაციულ) აქტივობაში მონაწილეობა, ვორკშოპების/სემინარების ჩატარება და ა.შ.
გრანტის მფლობელი ვალდებულია, მოკლევადიანი კვლევითი პროექტის შედეგების ამსახველი ინგლისურენოვანი სტატია გამოაქვეყნოს მაღალი იმფაქტ-ფაქტორის სამეცნიერო ჟურნალში.