ALUMNI TALKS: შეხვედრა გიორგი გვალიასთან

6 მაისს, 17:00 საათზე, ალუმნი საუბრების პირველი სტუმარი-მომხსენებელი იქნება პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი გიორგი გვალია. გიორგი მრავალი წლის მანძილზე მუშაობს ილიაუნიში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ამჟამად სწავლების დარგში რექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია. იგი ილიაუნის კურსდამთავრებულია და 2013 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში.

მომხსენებელი გაგვიზიარებს დოქტორანტურაში სწავლის გამოცდილებას, ისაუბრებს წარმატების გზებისა თუ გამოწვევების შესახებ, რომელთაც დოქტორანტები აწყდებიან კვლევაზე მრავალწლიანი მუშაობის პროცესში. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება და მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო თემებსა და საკითხებზე.

დეტალური ინფორმაცია გიორგი გვალიას შესახებ იხილეთ: https://bit.ly/381SL7Y

დრო: 6 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2022 წელი