Elza Imnadze

ვორკშოპი „დისტანციური წაკითხვა და ლიტერატურის კვლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“

ვორკშოპი „დისტანციური წაკითხვა და ლიტერატურის კვლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“

1-2 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი ჩაატარებს ვორკშოპი თემაზე: „დისტანციური წაკითხვა და ლიტერატურის კვლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“. ვორკშოპის მიზანია დოქტორანტებს გააცნოს ლიტერატურის ციფრული ანალიზის შესაძლებლობები და გამოწვევები. ვორკშოპი უწინარესად განკუთვნილია ლიტერატურათმცოდნეობისა და ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, თუმცა სხვა ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებათა წარმომადგენლების მონაწილეობა ასევე ღირებული იქნება და ხელს შეუწყობს დისციპლინათშორისი დიალოგის წამოწყებას […]

ვორკშოპი ,,კვლევის მონაცემები – მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა და გამოყენება“

ვორკშოპი ,,კვლევის მონაცემები – მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა და გამოყენება“

ვორკშოპი ,,კვლევის მონაცემები – მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა და გამოყენება“ ვორქშოპის მიზანი ციფრული მონაცემები თითქმის ყველა სამეცნიერო კვლევის საფუძველია. სამეცნიერო მონაცემთა მზარდი რაოდენობა და სირთულე მონაცემების ორგანიზებულად, დოკუმენტირებულად შენახვისა და კვლევის შემოწმების ხელმისაწვდომობისა და ახალი ანალიზისთვის გამოწვევებს ქმნის, რაც ახლებურ გაგებას წარმოშობს. ვორკშოპი შეეხება კვლევის მონაცემთა მართვის (RDM) სხვადასხვა ასპექტს ამ სფეროში თქვენს დასახმარებლად. ვორკშოპი გაიმართება ორ […]

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის სემინარი: „ზეპირი ისტორია, როგორც მეთოდი, წყარო და არქივი: სამხრეთ კავკასიის გამოცდილება“

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის სემინარი: „ზეპირი ისტორია, როგორც მეთოდი, წყარო და არქივი: სამხრეთ კავკასიის გამოცდილება“

29, 30 და 31 ოქტომბერს გაიმართება ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ისტორიის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული სამდღიანი სემინარი: „ზეპირი ისტორია, როგორც მეთოდი, წყარო და არქივი: სამხრეთ კავკასიის გამოცდილება“. ისტორიის კვლევებში სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს ზეპირი ისტორიის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ისტორიოგრაფიის „დემოკრატიზაციასა“ და წერილობითი წყაროების გამრავალფეროვნებას. თუმცა ზეპირ ისტორიას იყენებენ საჯარო ისტორიის მიმართულებითაც (მუზეუმებში, გამოფენებზე, […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში “ASTRONOMY & ASTROPHYSICS” გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში “ASTRONOMY & ASTROPHYSICS” გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ილიაუნის ლემან–ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტმა ეკა გურგენიშვილმა, პროფესორებმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა და ვასილ კუხიანიძემ, ევროპელ კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში “Astronomy & Astrophysics“ გამოაქვეყნეს ნაშრომი „Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23–24“. ნაშრომის შესახებ ნაშრომის ავტორები მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებულ პერიოდულ ცვლილებათა საშუალებით აფასებენ მაგნიტური ველის სიდიდეს მზის წიაღში. მზის სრული გამოსხივება […]

ვორქშოპი თემაზე „როგორ შევქმნათ სამეცნიერო ბლოგი?“

ვორქშოპი თემაზე „როგორ შევქმნათ სამეცნიერო ბლოგი?“

2021 წლის 22 და 23 ივნისს,  საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს ტრენინგს თემაზე როგორ შევქმნათ სამეცნოერო ბლოგი“.  ტრენინგი განკუთვინლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, რომლებსაც აქტიური სტუდენტის სტატუსი აქვთ. ვორქშოპის მიზნები: გააცნოს დამსწრეებს სამეცნიერო/ტექნოლოგიური ბლოგინგის სპეციფიკა და გამოწვევები; ასწავლოს მონაწილეებს საკუთარი სამეცნიერო კვლევების პოპულარულ ენაზე გადმოცემა; დაანახოს მონაწილეებს პოპულარულ სამეცნიერო სტატიაზე/ბლოგზე მუშაობის ეტაპები […]

upcoming workshops/trainings

upcoming workshops/trainings

Upcoming workshops: 1) June 2021 “Presentation Techniques”, Prof. Eka Shaverdashvii 2021 წლის ივნისი “პრეზენტაციის ტექნიკები”. ტრენერი-პროფ. ეკა შავერდაშვილი 2) June 2021 “Science Communication”, Khatia Tordua and David Samniashvili. 2021 წლის ივნისი “მეცნიერების კომუნიკაცია” ტრენერები: ხატია თორდუა, დავით სამნიაშვილი 3) October 2021 “Distant Reading and Digital Literature Studies”, Prof. Levan Tsagareli. 2021 ოქტომბერი “დისტანციური წაკითხვა და […]

დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელობა

დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელობა

14 და 18 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გოტინგენის გეორგ–აუგუსტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ლემან–ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) მონაწილე სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის აწყობს სემინარს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. კურსზე დარეგისტრირებისას უპირატესობა მიენიჭებათ ლემან–ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში ჩართულ სამეცნიერო ხელმძღვანელებს. აღწერა მკვლევარი სტუდენტების, განსაკუთრებით დოქტორანტების, წარმატებით ხელმძღვანელობა გამოცდილი სამეცნიერო ხელმძღვანელის კვლევითი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავდროულად კვლევითი უნივერსიტეტის რეპუტაციის სავიზიტო […]

ვორკშოპი: „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“

ვორკშოპი: „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“

2021 წლის 8-9 ივნისს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით ჩატარდება ორნაწილიანი ონლაინვორკშოპი „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“. ღონისძიებას, რომელიც დაიგეგმა ინოვაციური განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაუძღვება პროფ. ეკატერინე შავერდაშვილი. სამუშაო შეხვედრის მიზანია მონაწილეებს გააცნოს პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები; პრეზენტატორის პიროვნული და სოციალური კომპეტენციები და ა.შ.  (I ნაწილი). ვორკშოპზე ასევე […]

ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსის შედეგები

ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსის შედეგები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის თანამშრომლობის ფარგლებში კარლ ფრიდრიხ ლემან- ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ერთობლივად გამოცხადებული ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსი დასრულდა. კონკურსის მონაწილეები შეაფასა ბრძანებით (N1201-03 20/04/2021) დანიშნულმა კომისიამ. სულ წარმოდგენილი იყო 5 საკონკურსო განაცხადი. ახალგაზრდა მკვლევარის კონკურსისათვის შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოვლინდა თენგიზ ციმნარიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კურსი: აკადემიური წერის გამოცდილება დისტანციურ ფორმატში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კურსი: აკადემიური წერის გამოცდილება დისტანციურ ფორმატში

ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრსა და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით. აკადემიური წერის დარგში პარტნიორობის პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენა – ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები,რომელთაც ინგლისურ ენაში აქვთ მინიმუმ B2 დონე. ილიას […]