დასაქმების კვირეული დოქტორანტებისთვის

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა.

კვირეულის მიზანი იყო სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან.

კვირეულზე დამსაქმებლები შეხვდნენ როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნეს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, გაესაუბრნენ და შესთავაზეს თანამშრომლობა.

დასაქმების კვირეული ჩატარდა დისტანციურად Zoom-ის საშუალებით.

დამსაქმებლის სტატუსით კვირეულში მონაწილეობდა 15 ორგანიზაცია:

1. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
2. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
5. საქართველოს პარლამენტის აპარატი
6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
7. საქართველოს ეროვნული ბანკი
8. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
9. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
10. სსიპ ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლა
11. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
12. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
13. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
14. სსიპ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
15. სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)

2022 წელი