ეკატერინე ნანიტაშვილი
ekaterinenan@yahoo.com; ekaterine.nanitashvili.1@iliauni.edu.ge
- სამაგისტრო საფეხურზე სწავლა: ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი; ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის სპეციალობა; 2007-2010
- საბაკალავრო საფეხურზე სწავლა: ინგლისური და გერმანული ენების პედაგოგიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტი; 2002-2007
- საზაფხულო სკოლა „მეტყველების აქტები”; გიოტინგენი, გერმანია; 2019
- საზაფხულო სკოლა „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2”; თბილისი, საქართველო; 2018
- LaDyCa-ს პროექტის ფარგლებში გამართული ვორქშოფი: საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების დოკუმენტაციისა და ანალიზის მეთოდები ენათა დინამიკის თეორიის მიხედვით; თბილისი, საქართველო; 2017
„არგუმენტის სტრუქტურა ქართულ ჟესტურ ენაში“
ქართული ჟესტური ენის ლინგვისტიკა სულ რამდენიმე წელს ითვლის, მაგრამ უკვე შესწავლილი მახასიათებლები მნიშვნელოვანი აღმოჩენების მოლოდინს ქმნის. ყოველი ახალი კვლევა საინტერესო რესურსს წარმოადგენს ლინგვისტებისთვის. ამ კვლევის შედეგად მოპოვებული და გაანალიზებული მონაცემები კი ფასდაუდებელია არა მხოლოდ ქართული და ჟესტური ლინგვისტიკისთვის, არამედ ჟესტური და სამეტყველო ენების ტიპოლოგიური კვლევებისთვისაც. სამეტყველო ენებში არგუმენტის სტრუქტურის ფორმირების სამი ძირითადი საშუალებაა: სიტყვათა რიგი, ზმნის შეთანხმება და ბრუნვის ნიშანი. ამათგან ბრუნვის ნიშანი უკიდურესად იშვიათი მოვლენაა ჟესტურ ენებში. თუმცა ბოლოდროინდელი კვლევებით მისი არსებობა ქართულ ჟესტურ ენაში უკვე დასტურდება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საკითხის შემდგომ შესწავლას. კვლევის მთავარი მიზანი ქართული ჟესტური ენის არგუმენტის სტრუქტურისა და მისი მარკირების მახასიათებლების ანალიზი, ზმნასთან შეთანხმების მარკერების განსაზღვრა, აგრეთვე მარკირების სხვა საშუალებების შესწავლაა, რათა ჩამოყალიბდეს ქართული ჟესტური ენის არგუმენტთა სტრუქტურის შესწავლის ახალი თეორიული მიდგომები.
- 2018 კონფერენცია FEAST, ფორმალური და ექსპერიმენტული სიახლეები ჟესტური ენის თეორიაში, ვენეცია, იტალია
- 2019 კონფერენცია TISLR-13, ჟესტური ენის კვლევის თეორიული საკითხები, ჰამბურგი, გერმანია