
მარიამ ალბექიონი
Mariam.albekioni.1@iliauni.edu.ge
- საბაკალავრო საფეხურზე სწავლა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულება, 2011-2015
- სამაგისტრო საფეხურზე სწავლა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულება, თეორიული ასტროფიზიკის სპეციალიზაცია, 2015-2017
- ფიზიკის მასწავლებელი „ათასწლეულის სკოლაში“, 2016-2017
- მოწვეული მასწავლებელი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016-2018
„დიდმასშტაბიანი როსბის ტალღები მზეზე“
როსბის ტალღები ასევე ცნობილია, როგორც ატმოსფერული ტალღები. ისინი დამზერილნი და შესწავლილნი არიან დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანურ დინებებში. პლანეტარული როსბის ტალღები ჩნდებიან დედამიწის ბრუნვის შედეგად, ახასიათებთ ბრუნვის საპირისპიროდ მიმართული გავრცელება. როსბის ტალღები არიან ყველაზე დიდმასშტაბიანი პლანეტარული ტალღები (Gill 1982), მათი პერიოდი დაახლოებით ორჯერ აღემატება დედამიწის ბრუნვის პერიოდს. რადგანაც მზეც არის მბრუნავი სისტემა დედამიწის მსგავსად და მისი ატმოსფერო იგულისხმება რომ არის თხევად მდგომარეობაში, დედამიწაზე დამზერილი პროცესების ანალოგიით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როსბის ტალღები შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მზის ატმოსფეროსა და შიდა ფენების დიდმასშტაბოვან დინამიკურ პროცესებში. მაგალითად, შესაძლოა სწორედ როსბის ტალღები იყვნენ პასუხისმგებელნი მზის ატმოსფეროში დამზერილ რიეგერის ტიპის პერიოდულობაზე.
- 2012 წელს ფიზიკის 73-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია
- 2014 წელს ფიზიკოსთა საზაფხულო ბანაკი „მასალათმცოდნეობა“
- 2015 წელს საუნივერსიტეტო ფიზიკის კონფერენცია, წარვადგენილი თემა „წინასწორული სტრუქტურები კომპაქტური ობიექტების ატმოსფეროში“
- 2016 წელს ზამთრის სკოლა „მიკრო და ნანო სტრუქტურების კვლევის მეთოდები“
- 2017 წელს მოვიპოვე საუნივერსიტეტო გრანტი სამაგისტრო კვლევისთვის „მაგნიტური ველისა და დინების გენერირება/გაძლიერება კომპაქტური ვარსკვლავების გარე შრეში შებრუნებული დინამოს მექანიზმით“ – გრანტის მიმღები