- ბაკალავრიატი: პროგრამა ფილოსოფია, ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 10/2012 – 07/2016;
- მაგისტრატურა: პროგრამა ფილოსოფია, ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 10/2016 – 02/2020.
საბჭოთა კავშირის ისტორია ოკუპაციის, რეპრესიებისა და ტოტალიტარუი მმართველობის გარდა, ასევე განსაკუთრებით გამოირჩეოდა მასიური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკით, რომელიც დაკავშირებული იყო გიგანტური ინდუსტრიული ქარხნების მასობრივ აღზევებასთ, რამაც თავის მხრივ წარმოშვა ფართომასშტაბბიანი მოთხოვნა შრომით ძალაზე, საწარმოო ნედლეულსა და წარმოებითი ციკლის გეგმიურობაზე. მოცემული სადოქტორო პროექტის მიზანია მოახდინოს ინდუსტრიული მშრომელებისა და საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის ისტორიის რეკონსტრუირება რიგით მშრომელთა პერსპექტივიდან, სადაც კვლევის შემთხვევად განხილული იქნება ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხანა და ამ ქარხანის მუშახელი – ქართველი გლეხი-პროლეტარები. გვიანი სოციალიზმის პერიოდში, დასავლეთ საქართველოს პერიფერიაში მოღვაწე ინდუსტრიული მშრომელების ყოველდღიური ცხოვრების მახასიათებლებისა და პრაქტიკის შესწავლა მოემსახურება აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის კვლევით მიმართულების გაამდიდრებას და განავრცობას. პროექტი კვლევით პერიოდად განსაზღვრული იქნება ე.წ. გვიანი სოციალიზმის პერიოდი, რომელიც გამოირჩეოდა სამი ძირითადი “დაპირებით” – საყოველთაო დასაქმება, მატერიალური სიჭარბე და ჰიპერ-მოდერნიზაცია. საარქივო მასალების დამუშავებითა და ზეპირი ისტორიების შეგროვებით მოხდება ინდუსტრიული, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციების ისტორიის მოკვლევა, სადაც კრიტიკულად გაანალიზდება ისეთი ორსახოვანი ტენდენციები, როგორიცაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გასაბჭოება და პროლეტარიზაცია. შედეგად, სადოქტორო კვლევითი პროექტი გააჩენს სივცრეს საბჭოთა წარსული ხელახლა გადასააზრებლად, რომელიც დაეფუძვნება რიგითი ადამიანების ზეპირ მოგონებებს, პირად ისტორიებსა და წარმოდგენებს გვიანი სოციალიზმის პერიოდთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში კი, პროექტი შექმნის ნოყიერ ნიადაგს ახალი აკადემიური ცოდნის წარმოებისა და კრიტიკული კვლევითი მიმართულებების გაჩენისთვის, რომელიც ხელახლა გადაიაზრებს საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ ბუნებას, მის მმართველობის ფორმებსა და გავლენებს.
ჰეგელის პრაქტიკული ფილოსოფია: სოციალური ონტოლოგია და მისი შინაგანად დიფერენცირებული შეფასებით-ნორმატიული სტრუქტურა
ჰეგელის სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია ღრმად არის ჩაჭედილი მის სისტემატურ აზროვნებაში, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაქტატი, რომელიც განასახიერებს „პრაქტიკული ფილოსოფიის“ ფუნდამენტური თემების ყველაზე ვრცელ, სისტემატურ და „მომწიფებულ“ დამუშავებას არის ‘Grundlinien der Philosophie des Rechts’. ხშირად ამბობენ, რომ ის რასაც ჰეგელი აკეთებს თავის ტრაქტატში არის ავტონომიის, თავისუფლებისა და სუბიექტურობის თანამედროვე მოთხოვნის „შერიგება“ პოლისის უძველეს იდეალებთან და მის არსებითად ჰოლისტურ ხასიათთან. ჩემი ძირითადი საკვლევი კითხვა ეხება ერთიან საკითხს ორი ძირითადი ელემენტით: 1) როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ ჰეგელის პრაქტიკულ ფილოსოფიაში წამოჭრილი კითხვები მისი აზროვნების მეტაფიზიკურ და ლოგიკურ ელემენტებთან როგორც მთლიან, ისე კონკრეტულ ურთიერთობაში? 2) როგორ შეუძლია ჰეგელს დაალაგოს ინტერპრეტაციული და არარედუქციონისტური ურთიერთობა ინდივიდუალურ თავისუფლებას, მის ინსტიტუციურ პირობებსა და შინაგანად დიფერენცირებულ სოციალური მთლიანობის აქტუალიზებულ ნორმატიულობას შორის თავის სოციალურ ონტოლოგიასა და პოლიტიკურ ფილოსოფიაში (და როგორ უკავშირდება ის მის ლოგიკურ და სისტემატურ სტრუქტურას)?
მე ვგეგმავ ჩემი საკვლევი საკითხის შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში, როგორც ორმაგ სტრუქტურულ ერთობას, რომელთაგან პირველი იქნება ჰეგელის პრაქტიკული ფილოსოფიის მეტაფიზიკური „ინფრასტრუქტურის“ ეჭვქვეშ დაყენება. როგორი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ჰეგელის პრაქტიკულ ფილოსოფიაზე, ან, უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, „Objektiver Geist“-ზე და მის შინაგან თვითდიფერენციაციაზე, როგორც სოციალურ სამყაროზე. როგორც ძირითადი კითხვის მეორე ნაწილი, მისი ცენტრალური კვლევა ძირითადად შეეხება შეფასებისა და ნორმატიულ ასპექტებს, რომლებიც ჰეგელის სოციალური ონტოლოგიის შემადგენელნი არიან.
პროგრამის შესახებ
პრაქტიკულ ფილოსოფიაში ერთობლივი სადოქტორო პროგრამა „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ არის შესანიშნავი შესაძლებლობა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, გააფართოონ თავიანთი კვლევითი გამოცდილება და გამოავლინონ საკუთარი აკადემიური პოტენციალი. პროგრამის მთლიანი თემატური ლანდშაფტი იძლევა ფილოსოფიურად ორიენტირებული კვლევითი პროექტების მრავალფეროვნების შესაძლებლობას, მათი სპეციფიკური მეთოდური და თემატური სფეროების წინასწარ განსაზღვრის გარეშე და, შესაბამისად, მას ძალიან ნაყოფიერ გარემოდ აქცევს ჩემი კვლევითი პროექტისთვის. მე მსურს ვიყო ამ სადოქტორო პროგრამის ნაწილი, ჩემი კვლევითი პროექტის წინსვლისა და ამავე დროს სხვა სტუდენტებთან და პროფესორებთან აკადემიური ინტერესებისა და გამოცდილების მიმოცვლის გამო. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ახალგახსნილი სივრცეები ძალზე ნაყოფიერი იქნება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე საერთო აკადემიური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ გარკვეული სტიმულირება, განსაკუთრებით აკადემიური.
თამარ ქებურია
tamar.keburia.1@iliauni.edu.ge
tamari.qeburia@stud.uni-goettingen.de
(+995) 595002612; (+32) 741528109
აკადემიური ბიოგრაფია
სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა
პუბლიკაციები
კონფერენციებსა და სამეცნიერო დისკუსიებში მონაწილეობა, სტენდური პრეზენტაცია
გრანტები (ინდივიდუალური გრანტი, საგრანტო პროექტში მონაწილეობა)
პროგრამის შესახებ
Tab Title
აკადემიური ბიოგრაფია
- საბაკალავრო საფეხურზე სწავლა: ბიზნეს ადმინისტრირება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2012 წწ.
- სამაგისტრო საფეხურზე სწავლა: სოციოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014-2016 წწ.
- მოწვეული ლექტორი – შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 03/2018-დან 02/2019-მდე
- სტაჟიერება, თანამედროვე და ისტორიულ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების კვლევითი ინსტიტუტი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, 02/2019-დან 05/2019-მდე
- სტაჟიერება, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის კვლევითი ინსტიტუტი, გოტინგენის უნივერსიტეტი, 06/2019-დან 11/2019-მდე
- მკვლევარი, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2015-დან 2019-მდე
- კვლევის ასისტენტი პროექტისთვის “Lab-in-the-field experiments on Inter-ethnic relations and intra-group cooperation”, ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტი, 05/2015-დან 11/2015-მდე
წიგნები:
- “წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსეპქტივები”, 11/2017, ჰაინრიხ ბიოლის თბილისის ოფისი, ISBN: 978-9941-27-589-0, ბმული;
- “შრომითი მედიაციის სამართლებრივი და სოციოლოგიური კვლევა – გამოცდილება, თეორია და პრაქტიკა”, 01/2019, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ISBN: 978-9941-8-0866-1, ბმული
- სამაგისტრო თემა: “რას ნიშნავს იყო ინდუსტრიული მშრომელი პოსტ-საბჭოთა საქართველოში? – ისტორიული და სოციალური გარემოების შესწავლა ინდუსტრიულ ქალაქებში”, 08/2016, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
წიგნების გაკვეთილები:
- “ემანსიპაცია შრომაში თუ შრომისგან?” წიგნიდან “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა: ლოკალური კონტექსტი და აქტივიზმის გამოწვევები”, 2018 წ. საქმოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი (CARC), ISBN: 9789941136917, გვ. 78 – 111
- ჟაკ დერიდას ესსეს თარგმანი “შემზარავი საიდუმლო, რომელიც ძრწოლვას გვგვრის” წიგნიდან “ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან”, 2012 წ. სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ISBN 978-9941-18-151-1, გვ. 185-216
- რეცენზიები:
- რეცენზია თავდაპირველად გამოქვეყნდა რეფერირებულ საერთაშორისო ჟურნალში “The Hungarian Historical Review”, მე-10 თავი, მე-2 ნომერი, (2021). გვ. 417–421. DOI 10.38145/2021.2.417.Link
- საქართველოს უახლესი ისტორიის და საქართველოს მუზეუმი დღეს, 02/07/2019, გოტინგენის უნივერსიტეტი, მოხსენების თემა “ინდუსტრიული კლასის წარმოქმნა დასავლეთ საქართველოს პერიფერიებში”
- საერთაშორისო ფორუმი: სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს, 01/05/2019, EMC & სოციალური და კულტურული კვლევის ინსტიტუტი, მოხსენების თემა „შრომითი ჯამრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტეკონომიკა საქართველოში“
- საჯარო ლექცია თანამედროვე და ისტორიულ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების კვლევითი ინსტიტუტიში, 22/03/2019, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლექცია თემაზე “საბჭოთა ინდუსტრია და საბჭოთა შრომის პოლიტიკა”
- საჯარო დისკუსია თემაზე “ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვით ასპექტები”, 01/03/2019, ჰაინრიხ ბიოლის თბილისის ოფისი, მოხსენება თემაზე “სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის ისტორია საბჭოთა პერიოდში”
- მრგვალი მაგიდა “ურბანული მობილობის მომავალი: ნეოლიბერალიზაცია, დიჯიტალიზაცია, შრომა”, 25/06/2018, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი & ლაიფციგის რეგიონალური გეოგრაფიის ინსტიტუტი, კონტრიბუცია თემაზე “შრომითი პრეკარიულობა პოსტ-საბჭოთა კონტექსტში”
- სამეცნიერო კონფერენცია: კაპიტალიზმი, კულტურა და აგენტობა, 22/05/2018, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საპანელო მოხსენება “შრომითი ურთიერთობების ფორმის ცვლილება გლობალური კაპიტალიზმის პირობებში: პროლეტარიატიდან პრეკარიატამდე”
- სამაგისტორო კვლევითი გრანტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 12/2015-იდან 08/2016-მდე
- დოქტორანტთა გაცვლითი პროგრამის გრანტი, Erasmus + პროგრამა, სადროქტორ პროექტი “მშრომელთა და საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის ისტორია დასავლეთ საქართველოს პერიფერიაში”, 02/2019-დან 05/2019-მდე, კვლევითი ვიზიტის დაფინანსება დოქტორანტებისთვის
- „Rustaveli-DAAD“-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, სადროქტორ პროექტი “მშრომელთა და საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის ისტორია დასავლეთ საქართველოს პერიფერიაში”, 06/2019-დან 11/2019-მდე, გრანტი ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის