სალომე მჭედლიძე
salome.mtchedlidze.1@iliauni.edu.ge
(+995) 598771080
- BA Studies: Physics, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Exact and Natural Sciences, Thesis “Jeans instability in the field of external galactic asymmetric halo“ (Supervisor: Alexander G. Tevzadze), 2011-2015
- MA Studies: Astrophysics, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Exact and Natural Sciences, Thesis “Stability of Non-radial Modes and Star Formation in the Galactic Dark Matter Field” (Supervisor: Alexander G. Tevzadze), 2015-2017
ასტროფიზიკური დაკვირვებების თანახმად სამყაროს სხვადასხვა სტრუქტურები – გალაქტიკები, გალაქტიკური კლასტერები და გალაქტიკათშორისი სივრცე, განჭოლილია დიდმასშტაბოვანი, მიკროგაუსის რიგის მაგნიტური ველებით, რომელთა კოჰერენტობის სიგრძე გალაქტიკისა და გალაქტიკური კლასტერების მასშტაბებში კილოპარსეკიდან მეგაპარსეკამდე მერყეობს. არსებობს საყოველთაოდ მიღებული ჰიპოთეზა, რომ შედარებით ძლიერი გალაქტიკური და გალაქტიკური გროვების მაგნიტური ველები წარმოქმნილია სუსტი, უკვე არსებული მაგნიტური “ჩანასახოვანი” ველების გაძლიერებით, რომელთა წარმოშობის საკითხიც კვლავ გაურკვეველია. დღეს-დღეობით განიხილება პირველადი მაგნიტური ველების წარმოშობის ორი მექანიზმი – ასტროფიზიკური, რომლის მიხედვითაც სუსტი ჩანასახოვანი ველი ლოკალური წყაროებიდან გადაეცემა გალაქტიკებსა და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე და კოსმოლოგიური, რომლის მიხედვითაც მაგნიტური ველი გენერირებულია სტრუქტურის ფორმირებამდე, ადრეულ სამყაროში (მაგ. ინფლაციურ ან ნუკლეოსინთეზისის ეპოქაში). შორეული ბლაზარების სპექტრის დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ დიდ მასშტაბებზე კორელირებული მაგნიტური ველები უნდა არსებობდეს კოსმოსურ ‘სიცარიელეშიც’, სადაც მათი ქვედა საზღვარი 10-15-10-17 გაუსს აღწევს. მაგნიტური ველების ეს ქვედა ზღვარი კოსმოსურ სიცარიელეში (სადაც ასტროფიზიკური მექანიზმები ნაკლებ ეფექტურია), შეიძლება შედეგი იყოს პირველადი მაგნიტური ველების გაძლიერებისა და მიუთითებდეს მაგნიტური ველების წარმოშობის კოსმოლოგიურ მექანიზმზე.
ჩვენი კვლევითი პროექტით მიზნად ვისახავთ შევისწავლოთ პირველადი მაგნიტური ველების ევოლუცია და დაკვირვებითი ანაბეჭდები და მათი გავლენა დიდმასშტაბოვან სტრუქტურის ფორმირებაზე. ჩვენ გამოვიყენებთ ENZO – მჰდ, AMR (Adaptive Mesh Refinement) ჰიბრიდულ, კოსმოლოგიურ კოდს, რათა განვსაზღვროთ მიღებული კოსმოლოგიური მაგნიტური ველების მთავარი სტატისტიკური მახასიათებლები, როგორებიცაა მათი ამპლიტუდა და კორელაციური სიგრძეები. სიმულაციებისთვის ასევე გამოვიყენებთ სხვადასხვა საწყის პირობებს, სხვადასხვა მაგნეტოგენეზისის შესაბამისად. ჩვენს თეორიულ გათვლებს შევადარებთ დაკვირვებით მონაცემებს და ვიმოდოვნებთ, რომ ჩვენი შედეგების მეშვეობით შევზღუდავთ მაგნეტოგენეზისის თეორიებს.
- From laboratories to astrophysics – The expanding universe of plasma physics (Les Houches, France); Poster presentation “Stability of Non-radial Modes and Star Formation in the Galactic Dark Matter Field” http://ipag.osug.fr/~lesurg/plasmas2017/AbstractBookPoster.pdf
- Winter School “Micro and Nanostructures Research Methods”, Sighnagi, Georgia, 2016
- Summer School “Research Methods in Material Science”, Batumi, Georgia, 2014
- “Stability of Non-radial Modes and Star Formation in the Galactic Dark Matter Field”, MSc student research project (MR_2016_1_233), Individual Grant, Shota Rustaveli National Science Foundation, 2017