Previous slide
Next slide
Search
Close this search box.

დოქტორანტ მარიამ ალბექიონის სადისერტაციო ნაშრომის “GLOBAL-SCALE ROSSBY WAVES ON STARS” დაცვა

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ალბექიონი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს “Global-Scale Rossby Waves on Stars” (მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კუხიანიძე, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენტ გიზონი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 21 მაისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024