ეკა გურგენაშვილის პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე

სადოქტორო ფორუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად იმართება.
იგი სტუდენტებს შეკრების, სამუშაოსა და კონკრეტული კვლევითი საკითხების
წარდგენისა და განხილვის შესაძლებლობას აძლევს. ფორუმი ღიაა ყველა საფეხურისა და
სამეცნიერო პროფილის სტუდენტებისთვის.
2019 წლის 3 აპრილს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო
პროგრამის წარმომადგენელმა ეკა გურგენაშვილმა წარადგინა კვლევით პროექტი
,,რიგერის ტიპის პერიოდულობა მზის მსგავს ვარსკვლავებში“ (“Rieger-type periodicity in
Sun-like stars”). ეკამ მოკლედ მიმოიხილა კვლევითი საკითხი და წარადგინა ნაშრომის
წინასწარი შედეგები. აუდიტორიისთვის საკითხის ფართო ჭრილში წარმოსაჩენად, ეკამ
თავისი კვლევის მნიშვნელობა მზისა და ვარსკვლავების თანამედროვე ფიზიკის
კონტექსტში განმარტა. მან ყურადღება გაამახვილა მზისა და მზის ტიპის ვარსკვლავების
აქტივობაში მოკლე პერიოდულობების ძიებაზე და მაგნიტური ველის შეფასების
მნიშვნელობაზე.
მოხსენებამ დამსწრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზენტაციის დასრულების
შემდეგ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომლებიც შეეხებოდა კვლევაში გამოყენებულ
სტატისტიკურ მეთოდებს, კოსმოსურ მისიებსა და სხვა დაკვირვებებს. ეკას მოხსენებამ
და შემდგომ გამართულმა დისკუსიამ აუდიტორიას მზის და ვარსკვლავების ფიზიკის
შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin