Previous slide
Next slide
Search
Close this search box.

ეკა გურგენაშვილის სადოქტორო ნაშრომის “A SEARCH FOR RIEGER-TYPE PERIODICITIES IN THE SUN LIKE STARS“ წარმატებული დაცვა

12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ეკა გურგენაშვილმა დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი “A search for Rieger-type periodicities in the Sun like stars“.

პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანსგარ რაინერსი (UGOE); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი თეიმურაზ ზაქარაშვილი (ISU)

დოქტორანტმა დისერტაცია დაიცვა ინგლისურ ენაზე ჰიბრიდულ რეჟიმში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭო დაცვას ესწრებოდა, ხოლო გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) სადისერტაციო საბჭო ონლაინ მონაწილეობდა.

დაცვამ წარმატებით ჩაიარა – ეკა გურგენაშვილის ნაშრომმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს მხრიდან მიიღო უმაღლესი შეფასება „Summa Cum Laude” და გიოტინგენის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს მხრიდან – „Magna Cum Laude”.

2023