გოჩა გოლუბიანის პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე

2019 წლის 1 მაისს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მონაწილე გოჩა გოლუბიანმა წარადგინა კვლევითი პროექტი ,,რეტის სინდრომის თაგვის მოდელში მიტოქონდრიის პროტეომის შედარებითი ანალიზი“. გოჩამ მოკლედ დაახასიათა საკვლევი თემა და ისაუბრა კვლევის გეგმაზე. პროექტის
პრეზენტაციის გარდა, მან აუდიტორიას მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია რეტის სინდრომზე და შესაბამის ლაბროტორიულ პროცედურებზე, რომლებიც მონაცემების მისაღებად არის საჭირო. გოჩამ აუდიტორიას გააცნო ყველაზე აქტუალური მონაცემები, რომელთა მიხედვით რეტის სინდრომს X ქრომოსომის გენეტიკური მუტაცია იწვევს, ეს დარღვევა კი 10 000-დან ერთ ბავშვს აქვს და კლინიკური პაციენტების უმეტესობა მდედრია. დარღვევის მქონე პირებს მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტება აღენიშნებათ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მკურნალობისა და პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელია, საბოლოო განკურნების საშუალება ამ დრომდე არ არსებობს. გოჩას კვლევის
შედეგები რეტის სინდრომის სამკურნალო საშუალების შესაქმნელად ახალი მიდგომის საფუძველს ქმნის.
რეტის სინდრომის გარდა, მან აუდიტორიას გააცნო ცხოველებზე ცდებთან დაკავშირებული საკითხები და ისაუბრა ცდების შედეგად საკვლევი ნიმუშის მოპოვებასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში აქტუალურ კვლევით მიდგომებზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin