გოჩა გოლუბიანის სადოქტორო ნაშრომის “COMPARATIVE MITOCHONDRIAL PROTEOME IN RETT SYNDROME MOUSE MODEL“ წარმატებული დაცვა

31 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა გოჩა გოლუბიანმა დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი “Comparative Mitochondrial proteome in Rett syndrome mouse model“.

პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მიხაელ მიულერი (UGOE), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი რევაზ სოლომონია (ISU)

დაცვამ წარმატებით ჩაიარა – გოჩა გოლუბიანის ნაშრომი ორივე უნივერსიტეტმა შეაფასა „Magna Cum Laude”-ით.

2023