Previous slide
Next slide
Search
Close this search box.

ილიაუნის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტ თამარ ქებურიას დაჯილდოება

18-20 მაისს კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰარიმანის ინსტიტუტის თანაორგანიზებით გამართულ ეროვნებათა შესწავლის ასოციაციის (ASN) 27-ე კონფერენციაზე თამარ ქებურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი, დააჯილდოვეს, როგორც საუკეთესო სადოქტორო ნაშრომის ავტორი კავკასიის/რუსეთის/ბელორუსიის კატეგორიაში.

თამარის მიერ კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომი „შრომითი მობილიზება და ინდუსტრიული კლასის ფორმირება საქართველოს საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში“ ეფუძნება მისი სადისერტაციო კვლევის ერთ-ერთ თავს.

2023