ნანა ხეცურიანის მოხსენება სადოქტორო ფორუმზე

2019 წლის 6 მარტს სადოქტორო ფორუმზე კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მონაწილე ნანა ხეცურიანმა წარადგინა კვლევითი პროექტი: ,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ეკონომიკური დანახარჯები“. ნანამ მოკლედ განმარტა საკვლევი საკითხი და მისი აქტუალობა. მან ყურადღება გაამახვილა შეიარაღებული კონფლიქტის ეკონომიკაზე გავლენის შესახებ კვლევის მიგნებებზე და ისაუბრა იმ ძირითად არხებზე, რომლითაც შეიარაღებული კონფლიქტები აზარალებს მოსახლეობის კეთილდღეობას და ომთან დაკავშირებულ როგორც პირდაპირ, ისე ირიბ დანახარჯებზე. კვლევითი მეთოდოლოგიის შესახებ
საუბრისას, ნანამ განმარტა, რომ ნაშრომში გამოიყენებს როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს, მათ შორის ჩაღრმავებულ ინტერვიუებს დარგის ექსპერტებთან. მასში ასევე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის განვითარების შესაძლო განვითარების სცენარები 2008 წლის ომის არარსებობის შემთხვევაში.
პროსპექტუსის დაცვას სხვადასხვა პროფილის სტუდენტები ესწრებოდნენ, რის გამოც აუდიტორია მრავალფეროვანი იყო. თემის სენსიტიურობის გათვალისწინებით, მონაწილეები მოხსენებას ინტერესით უსმენდმენ; მათ კითხვებს ცოცხალი დისკუსია მოყვა. დამსწრეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ კვლევის პოტენციურ შედეგებით და კვლევითი გეგმით, კერძოდ, როგორ შეიძლება შეფასდეს არა-ეკონომიკური ზიანი,
მათ შორის მსხვერპლი, მონეტარული ფორმით, და რატომ აღინიშნა ეკონომიკაში კაპიტალის გადინება, პორტფოლიოს ცვლილებები და შესაბამისი დანაკარგები. სადოქტორო ფორუმი ყოველთვიური ღონისძიებაა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს კვლევითი პროექტების დოქტორანტების სხვა ჯგუფის წინაშე წარდგენისა და განხილვის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრა განსხვავებულ საკითხებზე სხვადასხვა პერსპექტივიდან და სამეცნიერო კუთხიდან მსჯელობის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის პლატფორმას წარმოადგენს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin