Previous slide
Next slide
Search
Close this search box.

სალომე მჭედლიძის დისერტაციის წარმატებული დაცვა

5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სალომე მჭედლიძის სადოქტორო ნაშრომის „ The Evolution of Cosmological Magnetic Fields in Expanding Universe “ დაცვა გაიმართა.

პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე  დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.

სამეცნიერო ხელმძღვანელი გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტიდან: პროფესორი, დოქტორი იენს ნიმაიერი (UGOE)

სამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: პროფესორი, დოქტორი თინათინ კახნიაშვილი (ISU)

დისერტაციის დაცვა მოხდა ინგლისურ ენაზე ჰიბრიდულ რეჟიმში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭო დაცვას ფიზიკურად ესწრებოდა, ხოლო გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) სადისერტაციო საბჭო მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში იღებდა.

დისერტაციის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. რის შედეგადაც, სალომე მჭედლიძის ნაშრომს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს მხრიდან უმაღლესი შეფასება „Summa Cum Laude” , ხოლო გიოტინგენის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს მხრიდან შეფასება „Magna Cum Laude” მიენიჭა.

2023