Previous slide
Next slide
Search
Close this search box.

სამუშაო შეხვედრა „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“

2023 წლის 14 და 15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის და ინოვაციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „პრეზენტაციის ჩატარების ხელოვნება“.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთათვის პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტების, მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდების, ხერხებისა და ეფექტური ტექნოლოგიების, პრეზენტატორის პიროვნული და სოციალური კომპეტენციების გაცნობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათი აცილებისთვის საჭირო გზები.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკატერინე შავერდაშვილი.

დეტალური ინფორმაცია პროფესორ ეკატერინე შავერდაშვილზე იხილეთ:

სამუშაო შეხვედრა განკუთვნილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტებისთვის და პოსტდოქტორანტებისთვის/მკვლევრებისთვის, რომლებიც ხელშეკრულებით არიან მოწვეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2023