20-22 სექტემბერს ქ. წინანდალში გაიმართა პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ბოლო, მეოთხე, სემინარი.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პრეზენტაცია და განხილვა ნაშრომებისა, რომლებიც დაიბეჭდება „გერმანულ-ქართულ წელიწდეულის“ მესამე გამოცემაში პლურალიზმისა და დემოკრატიის თემატიკაზე.
დოქტორანტებმა და აკადემიურმა პერსონალმა დამსწრეთ გააცნეს თავიანთი სტატიების შინაარსი და მიიღეს სასარგებლო უკუკავშირი საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და გერმანელი დოქტორანტები და პროფესორები.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა განიხილეს სადოქტორო დისერტაციის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხებიც.
ბოლო დღე თელავსა და სიღნაღში ექსკურსიებს დაეთმო.