7 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა სვეტლანა ბერიკაშვილმა დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „სუბიექტის დიფერენცირებული მარკირება ქართულში (Differential Subject Marking in Georgian)“.
პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი, მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
სამეცნიერო ხელმძღვანელები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: პროფესორი, დოქტორი ნინო დობორჯგინიძე (ISU), პროფესორი, დოქტორი ირინა ლობჟანიძე (ISU), გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტიდან: პროფესორი, დოქტორი ჰედი ზაელსტრა (UGOE), პროფესორი, დოქტორი ანკე ჰოლერი (UGOE)
დოქტორანტმა დისერტაცია დაიცვა ინგლისურ ენაზე ჰიბრიდულ რეჟიმში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭო დაცვას ესწრებოდა, ხოლო გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) სადისერტაციო საბჭო ონლაინ მონაწილეობდა.
დაცვამ წარმატებით ჩაიარა, სვეტლანა ბერიკაშვილის ნამუშევარმა ორივე უნივერსიტეტიდან მიიღო შეფასება “Magna Cum Laude”.
2023