სადოქტორო კოლოკვიუმი N2

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში გრძელდება კოლოკვიუმების ციკლი „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები. კოლოკვიუმზე  წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგში ფუნდამენტური და  უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათზე  და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს.

კოლოკვიუმზე დასასწრებად ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და  აღმოსავლეთ ევროპის ისტორიით, საბჭოთა ისტორიითა და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის  ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ: სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრები გაიმართება შაბათობით და ამის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.

მეორე ონლიანშეხვედრაზე, რომელიც ჩატარდება 28 ნოემბერს,  17:00 საათზე, ვიმსჯელებთ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის დისციპლინის ირგვლივ – რა ცნებობრივ და ინტელექტუალურ ტრადიციას უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის სწავლება და რა განასხვავებს მას ისტორიოგრაფიის სხვა ტრადიციებისგან?

დისკუსიას გახსნის  ინტელექტუალური აზრის ისტორიკოსი, ადელა ჰინჩუ.  დაცული აქვს დოქტორის ხარისხი კოპერატივისტულ ისტორიაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). მის კვლევით ფოკუსს წარმოადგენს სახელმწიფო სოციალიზმისა და პოსტსოციალისტური პერიოდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორია. ამჟამად მიწვეული მკვლევარია ბუქარესტის ახალ  ევროპულ კოლეჯში.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, რის შემდეგაც მითითებულ ელფოსტაზე დაგეგზავნებათ საკითხავი მასალა და ონლაინდისკუსიის ბმული.

დისკუსია არ ჩაიწერება.

სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის
ორგანიზატორებს:
ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge
თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge