სამუშაო შეხვედრის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვანი ასპექტები; მისი ჩატარებისათვის საჭირო მეთოდები, ხერხები და ეფექტური ტექნოლოგიები; პრეზენტატორის პიროვნული და სოციალური კომპეტენციები და ა.შ. (I ნაწილი – 3 აკადემიური საათი).
ვორკშოპზე ასევე განხილული იქნება კონკრეტულ პრეზენტაციებზე დაშვებული შეცდომები და მათ ასაცილებლად საჭირო რჩევები (II ნაწილი – 3 აკადემიური საათი).
მონაწილეები შეიძენენ ცოდნას პრეზენტაციისათვის და შეძლებენ სხვადასხვა სახის წარმატებულ პრეზენტაციას ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე (მათ შორის, ონლაინ).
ვორკშოპის ორგანიზატორი: საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და ინოვაციური კვლევების ცენტრი.
ვორკშოპის ხელმძღვანელი – ეკატერინე შავერდაშვილი, პროფესორი განათლების მეცნიერებებში
დეტალური ინფორმაცია პროფესორ ეკატერინე შავერდაშვილზე იხილეთ
ვორკშოპი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, რომლებიც ირიცხებიან სადოქტორო საფეხურის I-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად, და პოსტდოკებისთვის/მკვლევარებისთვის, რომლებიც ხელშეკრულებით არიან მოწვეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აპლიკანტების შეირჩევიან First come, first serve-ის პრინციპით. უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტებს.
გთხოვთ, სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 7 ივნისის 16:00 საათის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ, შეხვიდეთ ლინკზე: https://shorturl.at/qvwI7
ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია დარეგისტრირდნენ მხოლოდ ის მსურველები, რომლებიც ორივე დღეს სრულად დაესწრებიან ღონისძიებას. შერჩეულმა აპლიკანტებმა, რომლებიც ვერ დაესწრებიან ვორკშოპს, ადმინისტრაციას წინასწარ, მინიმუმ 3 დღით ადრე, უნდა აცნობონ თინათინ ქადაგიშვილის მეილზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge., რათა სარეზერვო სიაში მყოფ სხვა აპლიკანტებს მიეცეთ მონაწილეობის საშუალება.
მონაწილეთა რაოდენობა: 15
დრო: 14-15 ივნისი, 17:00-20:15
ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, F303
2023