
შოთა აზიკური
shota.azikuri.1@iliauni.edu.ge
- საბაკალავრო საფეხურზე სწავლა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი/მათემატიკა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2015
- სამაგისტრო საფეხურზე სწავლა: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი/ფილოსოფია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015-2018
პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეცნიერებაზე დამოკიდებულება მუდმივად იზრდება. ამ დამოკიდებულების პარალელურად იზრდება მეცნიერების მიმართ სკეპტიციზმიც. რიგ შემთხვევებში სამეცნიერო ცოდნა ეფექტიანი მმართველობის საშუალებიდან საზოგადოებაში უთახნომების და პოლარიზაციის წყაროდ იქცევა. ზოგისთვის პრობლემას წარმოადგენს მეცნიერები მიერ პოლიტიკური პროცესის კოლონიზაცია და დემოკრატიული კონტროლის დაკარგვა. სხვებისთვის კი პრობლემა პოპულიზმისა და სკეპტიციზმის მიერ სამეციერო ავტორიტეტის რღვევაში მდგომარეობს. პრობლემის ამგვარი ინტერპრეტაციები ერთმანეთთან კონფიქლტში მოდის. რომელი მათგანი მიანიშნებს რეალურ პრობლემაზე? ჩემი აზრით ორივე მიდგომაში შეგვიძლია ვიპოვოთ სიმართლის მარცვალი. სამეცნიერო ავტორიტეტის შესაბამის დემოკრატიულ ჩარჩოში მოქცევით ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ როგორც სკეპტიციზმის და პოპულიზმის, ასევე ტექნოკრატიის პრობლემა. ჩემი პროექტის მიზანია განავითაროს მეცნიერების ავტორიტეტის მსგავსი კონცეფცია. ჩემი მიდგომა ეყრდნობა სხვადასხვა პერქსპექტივებს როგროც პოლიტიკური და ეთიკური თეორიიდან, ასევე სოციალური ეპისტემოლოოგიიდან და მეცნიერების ფილოსოფიიდან.
სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის პირველ რიგში არის შესაძლებლობა სრული დრო დავუთმო ჩემს აკადემიურ საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება გავიღრამვო დასავლური ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ტრადიციების ცოდნა. ამასთან, დარწმუნებული ვარ, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას მივიღებ მნიშვნელოვან უკუკავშირს კოლეგებისა და პროფესორებისგან.