მიღება და ჩასაბარებელი პროცედურები
პროგრამაზე მიღების კრიტერიუმები და პროცედურები:
- მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიაში ან პროგრამის საკვლევ თემებთან დაკავშირებულ დისციპლინაში;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მიხედვით) ან ალტერნატიულად გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
- სრული დროის/განაკვეთის ვალდებულება: ერთობლივი სადოქტორო პროგრამის მონაწილეებმა სრული სამუშაო დრო უნდა დაუთმონ სადოქტორო კვლევაზე მუშაობას. სრული სტიპენდიის სანაცვლოდ მონაწილეებს მოეთხოვებათ უარი თქვან სხვა რაიმე არააკადემიურ პოზიციაზე დასაქმების შესაძ₾ებლობაზე.
შემოსულ განაცხადებს განიხილავს როგორც ილიას, ასევე მიუნსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
- წინასწარ შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ინტერვიუს სპეციალურ კომისიასთან და საჭიროების შემთხვევაში ჩააბარებენ უცხო ენის გამოცდას.
- წარმატებული კანდიდატები ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე მიუნსტერის უნივერსიტეტში.