ტრენინგები სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის
ხელმძღვანელების მხარდაჭერა:
როდესაც საქმე ეხება კვალიფიკაციის ამაღლებასა და გაუმჯობესებას, საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ფოკუსირდება არა მხოლოდ დოქტორანტებზე. ხელმძღვანელად არჩევისა და დანიშვნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა თვითშეფასებისა და (მიუხედავად დოქტორანტების ხელმძღვანელობის ერთწლიანი გამოცდილებისა) ზედამხედველობასთან დაკავშირებული გამოცდილების, გამოვლენილი პრობლემებისა და სირთულეების, გამოყენებითი უნარებისა და მეთოდების, ასევე ახალი მიდგომების შესახებ დისკურსში ჩართვის სურვილი. ამიტომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელებს შესთავაზებენ სხვადასხვა ტრენინგსა და სამუშაო ჯგუფს, რაც მათ საშუალებას მისცემს, პირადად შეხვდნენ, განიხილონ და ერთმანეთისგან ისწავლონ, რათა გაიუმჯობესონ ზედამხედველობის უნარები.
სამუშაო შეხვედრა წარმატებული ზედამხედველობის შესახებ უკვე ჩაატარა პროფ., დოქტ. მაიკლ დეკერ მ. ფილ. (კემბრიჯი).
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3Ngus4T