მიღება და ჩასაბარებელი პროცედურები
კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლაში მიღების კრიტერიუმები და პროცედურა
მიღების კრიტერიუმები:
- მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- საჭირო ენობრივი კომპეტენციის დონე:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) თანახმად;
- ქართულის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (CEFR) მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის.
მთელი პერიოდის ვალდებულება:
შერჩეული კანდიდატები ვალდებულნი არიან, სრული დრო სადოქტორო პროექტს დაუთმონ. სრული სტიპენდიის სანაცვლოდ მათ არ შეუძლიათ დოქტორანტურის პროექტთან ერთად დამატებითი არააკადემიური დასაქმების მოძიება.
შერჩევისა და მიღების პროცედურა
- ორივე უნივერსიტეტის პოტენციური ხელმძღვანელების მიერ განცხადებების განხილვა;
- პირადი გასაუბრებისთვის კანდიდატთა სიის შედგენა;
- გასაუბრება ორივე უნივერსიტეტის პოტენციურ ხელმძღვანელებთან;
საბოლოო შერჩევა:
- დოქტორანტურაზე მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გოტინგენის უნივერსიტეტში