დოქტორანტ სვეტლანა ბერიკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

7 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სვეტლანა ბერიკაშვილის სადოქტორო ნაშრომის „სუბიექტის დიფერენცირებული მარკირება ქართულში (Differential Subject Marking in Georgian)“ დაცვა.

პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.

დოქტორანტი სუბიექტის დიფერენცირებულ მარკირებას (DSM) ქართულ ენაში იკვლევს გენერაციული სინტაქსის თეორიის ფარგლებში და ასკვნის, რომ სუბიექტის ბრუნვების დიფერენციაცია არ არის მხოლოდ იმ ოპერაციების შედეგი, რომელიც მორფოლოგიურ სტრუქტურაში (MS) ფონეტიკური ფორმის (PF) დონეზე სინტაქსური რეპრეზენტაციის შემდეგ ვლინდება, პირიქით, ბრუნვის მინიჭებაც და შეთანხმებაც მინიჭებული ბრუნვის (დამოკიდებული, არამარკირებული და ა.შ.) საფუძველზე სინტაქსის ნაწილია. სადისერტაციო ნაშრომი სუბიექტის ე. წ. „არაკანონიკურად მარკირებული“ მოთხრობითი და მიცემითი ბრუნვების მინიჭებას ხსნის წმინდა დამოკიდებული ბრუნვის (pure DC) ალგორითმის მეშვეობით და ასკვნის, რომ დამოკიდებული ბრუნვის თეორია (DCT) საკმარისია სტრუქტურული ბრუნვების მინიჭების გასაანალიზებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტიდან: პროფესორი, დოქტორი ჰედი ზაელსტრა (UGOE), პროფესორი, დოქტორი ანკე ჰოლერი (UGOE)

სამეცნიერო ხელმძღვანელები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან:

პროფესორი, დოქტორი ნინო დობორჯგინიძე (ISU), პროფესორი, დოქტორი ირინა ლობჟანიძე (ISU)

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7 თებერვალი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია

2023 წელი