ალუმნი საუბრები
შეხვედრების სერია ილიაუნის ალუმნი ჯგუფთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იწყებს ალუმნი საუბრების სერიას, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის კურსდამთავრებულებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები გამართონ უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. შეხვედრები ხელს შეუწყობს დისკუსიებს დოქტორანტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იქნება ეს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პროცესი, პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ურთიერთობები სამეცნიერო ხელმძღვანელთან, კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივები და სხვ.