სტუდენტების საკონსულტაციო ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს უფასო მომსახურებას სთავაზობს, კერძოდ, ფსიქოლოგიური კონსულტაციების სესიების სერიას ფართოდ გავრცელებული პრობლემებისთვის, როგორებიცაა: შფოთვა, განწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, სხვადასხვა სახის შიში, ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები, სტრესთან დაკავშირებული სირთულეები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს უფასო ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციას შემდეგი მიმართულებებით:
- ემოციის რეგულაციის ჯგუფი;
- სოციალური კომპეტენციების გაუმჯობესების ჯგუფი;
- მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვის პროგრამა;
- სტრესის მართვის ჯგუფი;
- ინდივიდუალური კონსულტირება.
კონტაქტი: ispcc@iliauni.edu.ge