
ანა ლოლუა
ana.lolua.1@iliauni.edu.ge
577 14 77 51
- საბაკალავრო საფეხურზე სწავლა: საერთაშორისო ურთიერთობები, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი/ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10/2006 წლიდან 07/2010 წლამდე
- სამაგისტრო საფეხურზე სწავლა: ინტერდისციპლინური ევროპისმცოდნეობა/ევროპის კოლეჯი (ნატოლინის კამპუსი) 09/2010 წლიდან 11/2011 წლამდე
- აკადემიური ასისტენტი პროფესორ ოლივერ რაისნერის სამაგისტრო კურსისა ევროპეიზაცია სამხრეთ კავკასიაში/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაზაფხულის სემესტრი, 2015 წელი
- საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის თანაშემწე/საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი 10/2012 წლიდან 08/2017 წლამდე
„პერესტროიკის მემკვიდრეობა მუზეუმში: გვიანი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ეროვნული მეხსიერების წარმოდგენა; საქართველოსა და უკრაინის მაგალითი“
საბჭოთა კავშირში პერესტროიკისა და ე.წ. გლასნოსტის ძირეული რეფორმების პარალელურად 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, ჩვენი რეგიონის ისტორიკოსები სუბიექტური მეხსიერებისა და მეცნიერთა ექსკლუზიური სფეროს, ობიექტური ისტორიის თანადროული განვითარების პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ. ამან მოიტანა რთული წარსულის კრიტიკულად გადააზრების აუცილებლობა: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რელიგიური თემები და კერძო ინდივიდები მეხსიერების ადგილებისათვის ადეკვატური ფორმისა და ახალი მნიშვნელობის ძიებაში ჩაერთვნენ. მათ თანდათან მონიშნეს ახალი სივრცეები, შენობები, ძეგლები და გამოფენები ტერორის კომპლექსურ რუკაზე. კომუნისტურ ელიტებს ცენტრსა და პერიფერიებში, ბუნებრივია, რეაგირება უნდა მოეხდინათ ადგილობრივ დონეზე მიმდინარე ამ საზოგადოებრივ ცვლილებებზე, რათა შეენარჩუნებინათ კონტროლი ისტორიული გამოცდილების ახალ მითად გარდაქმნის პროცესებზე. ამ კუთხით, ეროვნული მუზეუმები სახელმწიფოს ისტორიის პოლიტიკის შესასწავლად მნიშვნელოვან ლაბორატორიებად გვევლინება.
ჩემი კვლევის არეალში ხვდება ოთხი მუზეუმი საქართველოსა და უკრაინაში: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სტალინის მუზეუმი გორში, კიევის ეროვნული მუზეუმი და ხარკოვის ისტორიის მუზემი. ჩემი მიზანია, გავაანალიზო სიმბოლური ენა, თანამედროვე ისტორიის თხრობის დისკურსული და ვიზუალური ფორმები და მათი ტრანსფორმაცია პერესტროიკის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. განსაკუთრებით მაინტერესებს 80-იანი წლებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი პერიოდის ისტორიის პატრიოტიზაციის პროცესმა რა გამოსახვა ჰპოვა სამუზეუმო სივრცეში, ვინ იყვნენ ისტორიის პოლიტიკის აქტორები ამ დროს და სარგებლობდნენ თუ არა ისინი გარკვეული ავტონომიით: არგებდნენ თუ არა ცენტრის პოლიტიკას საკუთარ ინტერესებს. წერილობითი, ვიზუალური და ზეპირი წყარობის: სამუზეუმო საბჭოს სხდომის ოქმების, გამოფენების გეგმებისა და კატალოგების, ზეპირი ისტორიების ანალიზით მსურს ავხსნა ამ მუზეუმების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეროვნულ და საერთაშორისო აუდიტორიებთან მათი პოზიციონირების სტრატეგიები.
- კვლევითი პროექტის პრეზენტაცია აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის კვლევით კოლოქვიუმზე, რომელსაც ორგანიზებას უწევდა პროფესორი დოქტორი ანკე ჰილბრენერი (გეორგ-აუგუსტ გიოტინგენის უნივერსიტეტი) – 07/2018 – გოტინგენი, გერმანია
- „ახალგაზრდა მკვლევართა სემინარი“, ევროპული კვლევების განვითარება კავკასიაში, გრაცის უნივერსიტეტი – 04/2016 – გრაცი, ავსტრია
- მიკრო კვლევის პრეზენტაცია „ჯამპსტარტ ჯორჯიას“ პოსტერზე: „ქართველებო, თქვენი გმირი მასობრივი მკვლელია“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – 02/2013 – თბილისი, საქართველო
გრანტი „გრაიფსვალდ უკრაინიკუმის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის გაცემული ალფრედ კრუპის სამეცნიერო ჯგუფისა და გრაიფსვალდის უნივერსიტეტის მიერ – 06/2019 – გრაიფსვალდი, გერმანია
ერაზმუს + -ის კვლევითი გრანტი ჰუმბოლტის უნივერსიტეტში ზაფხულის სემესტრის განმავლობაში ისტორიის დეპარტამენტში კვლევის განსახორციელებლად – 04/2019 – 07/2019 – ბერლინი, გერმანია
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ვოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი სადოქტორო გრანტი – 03/2018 – თბილისი, საქართველო
ალუმნების გრანტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი – 09/2017 – 06/2018 – ბუდაპეშტი, უნგრეთი
ევროკავშირის კომისიის აკადემიური ბრწყინვალების გრანტი ევროპის კოლეჯში მაგისტრის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად – 08/2010 – 06/2011 – ვარშავა, პოლონეთი