
ნინო სიფრაშვილი
nino.siprashvili@yahoo.com
- საბაკალავრო საფეხურზე სწავლა: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, საქართველოს უნივერსიტეტი, 2005/2009
- სამაგისტრო საფეხურზე სწავლა: სოციალური ანთროპოლოგია, ბერგენის უნივერსიტეტი, 2012/2014
- ასისტენთ მკვლევარი, თურქეთი როგორც აქტორი და ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში, ბერლინის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტი, აპრილი 2015-ივლისი 2015
- 1940 წელს საქართველოდან გადასახლებულთა რეპატრიაციის მხარდაჭერის პროექტი, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, აგვისტო 2011-სექტემბერი 2011
„ისლამური დისკურსი ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, ტრანსნაციონალური ისლამის, ქართული ნაციონალიზმისა და დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებს შორის“
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქრისტიანობა სწრაფად გახდა შთაგონების წყარო აჭარლების ნაციონალური იდენტობის გაძლიერებაში. პროცესი განპირობებული იყო საერთო ნაციონალური ფონით ქვეყანაში, სადაც აჭარელ ხალხს გაუჩნდა მოთხოვნილება გამოეხატა, რომ ისიც მიეკუთვნებოდა ქართველ ერს. პარალელურად აჭარელი საზოგადოება ისლამს უყურებს როგორც მოძველებულ რელიგიურ პრაქტიკას, რომელიც მათთვის ასოცირებულია საბჭოთა და წინა – საბჭოთა დროსთან. თუმცა, ამავდროულად , საბჭოთა კავშირის დაშლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ აჭარელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა ტრანსნაციონალური რესურსები, ისლამური ცოდნის გასაზრდელად. აგრეთვე ხელმისაწვდომი გახდა ცოდნა დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებზე. საზღვრების გახსნის შემდეგ ახალგაზრდა აჭარლებმა დაიწყეს მოგზაურობა მეზობელ თურქეთში განათლების მისაღებად. ქვეყანაში დაბრუნებულ ახალგაზრდებს მოაქვთ ახალი ინფორმაცია და ისლამური ცოდნა, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს აჭარელ მუსლიმურ თუ არამუსლიმურ საზოგადოებაზე.
კვლევის ფართო მიზანი არის იმის შესწავლა თუ რა ხდება აჭარაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმის შემდეგ რაც ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია და კონტაქტი მეზობელ თურქეთთან განახლდა. კვლევაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება მუსლიმ აჭარლებზე და მათ როლზე რეგიონში ისლამის ჩამოყალიბებაზე და იმაზე თუ როგორ აისახება მათი გავლენა ფართო საზოგადოებაზე აჭარაში. ამასთან კვლევისას ყურადღება დაეთმობა ისლამური დისკურსის ჩამოყალიბების შესწავლას. კერძოდ, როგორ იქმნება მუსლიმური დისკურსი სხვადასხვა ასპექტების – ადგილობრივი წესჩვეულებების, ტრანსნაციონალური ისლამის, ქართული ნაციონალიზმის და დასავლური ლიბერალური ღირებულებების – ურთიერთზეგავლენების შედეგად.
მეცნიერული სტატიები:
- „აფრიკელი მიგრანტები საქართველოში“ [თანაავტორები: დათა ჭიღოლაშვილი, მანანა წერეთელი], საქართველოს უნივერსიტეტის მესამე ყოველწლიური კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, 2011, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 352-367
- საქართველოს უნივერსიტეტის მესამე რესპუბლიკური კონფერენცია, 2011, თბილისი, „საქართველოში მცხოვრები აფრიკელი მიგრანტები“ (დათა ჭიღოლაშვილთან და მანანა წერეთელთან ერთად)
- ეთნოლოგია და არქეოლოგია სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებში, 2010, ერევანი, „რელიგიური ნიშნით დაპირისპირება პანკისის რეგიონში“
- ევრაზიის პარტნიორობის ფონდი, მაგისტრანტი/მკვლევარი, განვითარების ანთროპოლოგია, ბერგენის უნივერსიტეტი, 2012-2014