
ფილოსოფიის მაგისტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2018-2020წწ.
ekaterinenan@yahoo.com; ekaterine.nanitashvili.1@iliauni.edu.ge
- საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2014-2018 წწ.;
- ფილოსოფიის მაგისტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2018-2020 წწ.
დისერტაცია „ადამიანის მორალური ბიოგაძლიერების ეთიკა“ განიხილავს ადამიანის მორალის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითად საკითხს. ერთის მხრივ, ნაშრომში წარმოდგენილია არგუმენტები როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების პოზიციიდან. მეორე მხრივ, იგი განიხილავს ბიოგაძლიერების პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – საერთო მორალის არსებობის საკამათო საკითხს, რომელზეც ფილოსოფოსები საუკუნეების მანძილზე კამათობენ. საბოლოო ჯამში, ის იკვლევს, რომელია ადამიანის მორალური ბიოგაძლიერების ყველაზე ეთიკური გზა. ეს თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე სამყაროში, რაც აიხსნება იმ ტექნოლოგიური მიღწევებით, რასაც დღეს ვაწყდებით. იმ გამოწვევების გამო, რომელსაც კაცობრიობა აწყდება თანამედროვე მსოფლიოში, ამ საკითხზე დაუყოვნებელი ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბიოეთიკის სხვა საკითხებისგან განსხვავებით მორალური ბიოგაძლიერება ფილოსოფიურად ყველაზე ნაკლებად განიხილება. ქართულად ასეთი ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. ნაშრომის მთავარი მიზანია მორალური ბიოგაძლიერების ფილოსოფიური ასპექტების განხილვა და პასუხის გაცემა საკვლევ კითხვაზე: ადამიანის ბიოგაძლიერების რომელი ტიპია ყველაზე ეთიკური?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 77-ე სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია; თბილისი, საქართველო; 5-6/12/2017; სერტიფიკატი მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის.
- საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თბილისი, საქართველო. 20/6/2017; სერტიფიკატი მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენცია; თბილისი, საქართველოს. 7/2016; სერტიფიკატი მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის.
- საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით; თბილისი, საქართველო; 3-4/6/2016; სერტიფიკატი მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის.
- სამეცნიერო კონფერენცია “ტერორიზმი, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა“; ლიბერალური აზროვნების ასოციაციის ორგანიზებით; თბილისი, საქართველო; 25/12/2015; სერტიფიკატი მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია; თბილისი, საქართველო; 17-18/12/2015; სერტიფიკატი მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის.
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ნაწილი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩემი პიროვნული ზრდისთვის, ისევე როგორც ჩემი მომავალი აკადემიური კარიერისთვის, რაც ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების მიზანი. გარდა ამისა, ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა გავაფართოო ჩემი კვლევა და დრო დავუთმო იმ თემას, რომელიც უმეტესწილად მაინტერესებს.