
ქრისტინე მარგველაშვილი
Kristine.margvelashvili.1@iliauni.edu.ge
- საბაკალავრო საფეხური: სოციალური მეცნიერებების (საერთაშორისო ურთიერთობები) ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011
- სამაგისტრო საფეხური: მაგისტრის ხარისხი შავი ზღვის სწავლებებში (პოლიტიკური მეცნიერება), საერთაშორისო ელინური უნივერსიტეტი, 2013
- სადოქტორო კვლევითი ვიზიტი: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი. რელიგიების, სპირიტუალობების, კულტურებისა და საზოგადოებების კვლევითი ინსტიტუტი. გლაზგოს უნივერსიტეტი. რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ცენტრი. ერასმუს+ სტიპენდია. 02/2018-07-2018 მდე.
- სასწავლო ასისტირება – ნაციონალიზმი და თანამედროვე პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორი გია ნოდია. ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი. გაზაფხულის სემესტრი 2019/2020 და 2020-2021 წლები
- სასწავლო ასისტირება – შედარებითი პარტიული პოლიტიკა, ბაკალავრებისათვის. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კურსის ხელმძღვანელი-ასისტენტ პროფესორი, კორნელი კაკაჩია. 2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი.
- უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS). თბილისი, საქართველო. სამუშაო პერიოდი: 2014-2017.
- მკვლევარი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში (CIPDD). თბილისი, საქართველო. სამუშაო პერიოდი: 11/2015-04/2016. პროექტი: “რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა საქართველოში”. პროექტის ხელმძღვანელი: გია ნოდია, დაფინანსებულია: კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) და ფონდ ღია საზოგადოების მიერ.
- კვლევითი ასისტენტი შავი ზღვის სწავლებების საერთაშორისო ცენტრში (ICBSS). ათენი, საბერძნეთი. ერასმუს მუნდუსის პოფესიული პრაქტიკის ფარგლებში. სამუშაო პერიოდი: 10/2012- 03/2013
დესეკულარიზაცია მართლმადიდებელ ევროპაში: რელიგიის და ნაციონალიზმის როლი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში.”
კვლევის მიზანია შეისწავლოს დესეკულარიზაციის პროცესი საქართველოში, საბერძნეთის შემთხვევასთან შედარებით კი მართლმადიდებელი ევროპის ირგვლივ ძირითადი ტენდენციის აღწერას. სადოქტორო პროექტი შეეცდება დაადგინოს ეკლესიის, როგორც ძლიერი სოციალური ინსტიტუტის როლს პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში. მართლმადიდებელი ეკლესიების ნაციონალისტური ხასიათის გამო, პროექტი ასევე შეისწავლის ნაციონალიზმს, მასში რელიგიის როლს და მის გავლენას ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
პროექტის საკვლევი ჰიპოთეზა შემდეგია: ეკლესიის გავლენა მართლმადიდებელი ევროპის ქვეყნებში მიდმინარე პოლიტიკურ პროცესებზე განპირობებულია არა მოდერნიზაციის წარუმატებლობით არამედ მართლმადიდებლობის ადვილად შეთავსებადი თვისებებით და ბიზანტიური კონცეფციის-სიმფონიის გავლენით. სიმფონია პოლიტიკური და თეოლოგიური ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობენ საერთო მიზნების მისაღწევად და ურთიერთ-გასაძლიერებლად.
კვლევა თვისებრივია, და მოიცავს სიღრმისეულ ინტერვიუებს პოლიტიკურ და სასულიერო ელიტასთან, ასევე დარგის ექსპერტებთან თითოეულ ქვეყანაში. დამატებით, მეორადი რაოდენობრივ მონაცემებთა ბაზების დამუშავებაც იგეგმება. დროითი ჩარჩო საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს.
- წიგნის მიმოხილვა: მართლმადიდებელი ქრისტიანობა და ტრანზიციის პოლიტიკა: უკრაინა, სერბია და საქართველო. ავტორი თორნიკე მეტრეველი. სამეცნიერო ჟურნალი ეკლესია და სახელმწიფო. ტომი 64, გამოცემა 2, გაზაფხული 2022. გვერდები 343-345. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 9 მარტი, 2022. https://doi.org/10.1093/jcs/csac012
- რელიგიის და ნაციონალიზმის როლის სახელმწიფოებრიობაში: საქართველოს მაგალითი. ქვეთავი კრებულში: ხილული და უხილავი რელიგია: რელიგიური საკითხების კულტურული და პოლიტიკური განზომილება საქართველოში. გვერდები 65-89. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2021. ISBN 978-9941-18-363-8
- მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში/“Role of the Orthodox Church in Georgia’s European Integration process” კავკასიის სოციალურ მეცნიერებათა მიმოხილვა/Caucasus Social Science Review (CSSR), Vol 4 (2018). (ინგლისურად) http://openjournals.gela.org.ge/index.php/CSSR/article/view/2520
- რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა. “ეკლესიის გავლენა: პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე საქართველოში” გვ. 4-15. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. 2016 წელი. ISBN 978-99928-37-46-7
http://www.cipdd.org/upload/files/religion%20society%20and%20politics%20in%20Georgia.pdf
- საერთაშორისო სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა: „ამომრჩეველი და პოლიტიკური პარტიები პოსტ-კომუნისტურ ევროპაში: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები.“ მოხსენება: პოლიტიკური ჩართულობა პოსტ-კომუნისტურ ევროპაში: მართლმადიდებელი ეკლესია, ამომრჩეველი და პოლიტიკური პარტიები. 19-21 სექტემბერი 2019 წელი. სოდერტონის უნივერსიტეტი, სტოკჰოლმი, შვედეთი.
- პოლიტიკის კვლევის ევროპული კონსორციუმი (ECPR) გენერალური კონფერენცია 2019. ვროცლავი, პოლონეთი. სექცია: რელიგია და პოლიტიკა სეკულარულ დროში: მახასიათებლები, დინამიკა და შედეგები. მოხსენება: დესეკულარიზაცია მართლმადიდებელ ევროპაში: მიზეზები და შედეგები. 4-7 სექტემბერი
- “ ქრისტიანული იდენტობა და ნაციონალიზმი, ტრანსნაციონალური და ლოკალური სივრცე. პროტესტანტული, მართლმადიდებლური და კათოლიკური პერსპექტივები.” ოქსფორდის უნივერსიტეტი, ბლავატნიკის მმართველობის სკოლა. მოხსენება: უწმინდური ალიანსები მართლმადიდებელ ქრისტიანობაში: საბერძნეთის და საქართველოს შედარება. 4-5 აპრილი, 2022.
- “არის თუ არა დემოკრატიისათვის კვლავ რელევანუტრი რელიგიური მსოფლმხედველობები ? ანგლო-ამერიკული, ჰოლანდიური და გერმანული პერსპექტივები. კემბრიჯის უნივერსიტეტი, თეოლოგიის ფაკულტეტი. მოხსენება.”მართლმადიდებელი ევროპა და დემოკრატია: იდენტობის ფორმირება და სიმფონიური ტრადიციები”. 16-17 ივნისი, 2022.
- ღია საზოგადოების ფონდის კვლევითი ცენტრის ფონდის, ახალგაზრდა პროფესიონალთა განვითარების პროგრამა. ინდივიდუალური გრანტი. პროექტი: რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა საქართველოში. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. თბილისი, საქართველო. სამუშაო პერიოდი: 11/2015 დან 04/2016 მდე.
- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი დოქტორანტებისათვის. გამარჯვებული პროექტი: “რელიგიის როლი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში: საქართველოს და საბერძნეთის მაგალითი. პროექტის ვადები: 10/2022-04/2023