საერთაშორისო ინტერდისციპლინური სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“

დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“  ილიას სახელწიფო უნივერსიტეტისა და ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის (მიუნსტერი, გერმანია) ერთობლივი პროექტია, რომელიც დოქტორანტებს სთავაზობს სადოქტორო კვლევის განხორციელებას პრაქტიკული ფილოსოფიის მიმართულებით კოტუტელის პრინციპზე აგებული სტრუქტურირებული პროგრამის ფარგლებში.  სადოქტორო სკოლაში სწავლის პერიოდში, 10 დოქტორანტი (ორი ჯგუფი) შესაბამის კურსებს გაივლის არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ ასევე ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში (ამისათვის, დაიგეგმება რამდენიმე ხანგრძლივი ვიზიტი მიუნსტერში). თითოეული მონაწილე მიიღებს საბაზისო გრანტს, რაც მას სადოქტორო კურსებსა და დისერტაციაზე სრულად კონცენტრირების საშუალებას მისცემს. ილიაუნისა და ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის დამატებითი აკადემიური პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა სემინარები და საზაფხულო სკოლები. მეტიც, პროექტი ითვალისწინებს ორივე უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ერთობლივ სამეცნიერო ხელმძღვანელობას. სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, დოქტორანტები კოტუტელის პრინციპით ერთდროულად მიიღებენ როგორც ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს.

სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“  თემატიკა მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ სოციალურ, ფილოსოფიურ და ნორმატიულ საკითხს, რომელიც აქტუალურია პლურალიზმისა და დემოკრატიის პრინციპებზე ორიენტირებული ყველა თანამედროვე საზოგადოებისთვის. პროგრამის ფართო თემატურ საზღვრებში ერთიანდება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და რელიგიის ურთიერთკავშირსა და მათ შორის არსებულ დაძაბულობაზე ფოკუსირებული მთელი რიგი საკვლევი საკითხები, რაც მის მკაფიო ინტერდისციპლინურ ხასიათზე მიუთითებს. 

სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“  გერმანიის „ფოლკსვაგენის“ ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

თიკო ქადაგიშვილი
კოორდინატორი
საერთაშორისო ინტერდისციპლინური სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა „დემოკრატია, ადამინიას უფლებებლი და რელიგია“
ელ. ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5