
შორენა დავითაშვილი
shorena.davitashvili.1@iliauni.edu.ge
- 2008-2015 წწ. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი (ხელოვნების მაგისტრი)
- მთავარი სპეციალობა: ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგია და კულტურული ისტორია
- მთავარი სპეციალობა: ხელოვნების ისტორია
- 2008 წ. მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი
ხელოვნების ისტორია და ბიზანტიური არქეოლოგია
- 2006-2008 წწ. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი
ენის შესწავლა (გერმანული)
- 1999-2004 თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელოვნების ისტორია (დიპლომი)
„ნაზარლების ნამოსახლარები და სამაროვანი, აღმოსავლეთ საქართველოს გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანის კონტექსტში“
სადოქტორო პროექტი: „ნაზარლების ნამოსახლარები და სამაროვანი, აღმოსავლეთ საქართველოს გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელ რკინის ხანის კონტექსტში“ ეძღვნება ნაზარლების ადგილმდებარეობას და მის წარდგენას აღმოსავლეთ საქართველოში გვიანდელი ბრინჯაოს/ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარების კონტექსტში. იგი მდებარეობს დიდი შირაქის ველის სამხრეთ განაპირას. ეს არის ბუნებრივი ბორცვი, რომელიც ერთ დროს გამაგრებულ პუნქტად უქცევიათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზედა ტერასაზე გამოჩენილი საკრალური ნაგებობა. აღმოჩენებზე დაყრდნობით, გალავანი შეიძლება პირობითად დათარიღდეს ძვ.წ. XII-X საუკუნეებით. სამი ფარული განძი საიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველოში ადგილი, რომელიც მასთან შეიძლება შევადაროთ არის სოფელი შილდა. სადოქტორო პროექტი ცდილობს ნაზარლების ფუნქციის გარკვევას, ასევე ვადების განსაზღვრას და სათავდაცვო ზღუდის მნიშვნელობის გარკვევას გვიანდელი ბრინჯაოს/ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარების კონტექსტში. შემდეგი ნაბიჯი არის იმის გარკვევა, თუ რა კულტურული კავშირები შეიძლება შეინიშნოს რეგიონში არქიტექტურული სტილის, კერამიკისა და მცირე ზომის საგნების მიხედვით.
სადისერტაციო პროექტის მნიშვნელოვანი მიზანია მცირე აღმოჩენებისა და ჭურჭლის აღწერითი პრეზენტაცია და კატალოგიზაცია, ნაზარლების არქიტექტურული სტრუქტურებისა და სტრატიგრაფიის ანალიზი. კულტურული კონტექსტის კვლევა რეგიონულ და ზერეგიონულ კონტექსტში ასევე ნაშრომის ძირითადი მიზანია. ნაზარლების უბნის სისტემატური გამოკვლევის მეშვეობით, ხდება წვლილის შეტანა აღმოსავლეთ საქართველოს პრეისტორიის რეკონსტრუქციაში.
- DAAD-PROMOS – 2015 წელი
- 12/2014 – 03/2015 სადიპლომო სტიპენდია
2017 წლიდან ხდებოდა ნაზარლების ბორცვის არქეოლოგიური კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში. ადგილის მნიშვნელობა უკვე მეორე გათხრების დროს გამოიკვეთა. მოხარული ვარ, რომ თავიდანვე მომეცა პროექტში ჩართვისა და აღმოჩენების გაცნობის შესაძლებლობა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო გათხრების ორ დირექტორს: პროფ. პაატა ბუხრაშვილს და პროფ. ფელიქს ბლოხერს. კოტუტელის პროცედურა ძეგლის საიტის ორ დირექტორს საშუალებას აძლევს ზედამხედველობა გაუწიონ სადოქტორო პროცედურას და ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობას.