
თინათინ ხაჩიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მიუნსტერის უნივერსიტეტი
ti.khachidze@gmail.com
- ბაკალავრიატი: სამართლის პროგრამა, იურიდიული ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 9/2013 – 08/2017;
- მაგისტრატურა:
მაგისტრის ხარისხი გერმანულ სამართალში, მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია), 10/2018 – 12/2019;
დაასრულა კერძო სამართლის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10/2017 – 09/2018, შემდეგ 03/2018 – 08/2018 იყო Erasmus + გაცვლითი სტუდენტი ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია).
„ადამიანის თანაბარი უფლებები და კანონის რელიგიური ნეიტრალიტეტი.
თეორიული პრინციპები და მიმდინარე დინამიკა საქართველოში“
თანამედროვე დემოკრატიები ხვდებიან რელიგიური პლურალიზმის გამოწვევებს. რელიგიური თავისუფლება დისკრიმინაციის აკრძალვასთან ერთად ავალდებულებს სეკულარულ კონსტიტუციურ სახელმწიფოებს, თანაბრად პატივი სცენ თავიანთი მოქალაქეების განსხვავებულ რწმენას და უზრუნველყონ ისინი გარკვეული გარანტიებით, რათა თითოეულმა ადამიანმა საკუთარი რწმენის შესაბამისად შეძლოს თავისი ცხოვრების განსაზღვრა. ეს ლიბერალური იდეალი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაშიც (მუხლები 8, 11 და 16). აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარეობს აგრეთვე რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელისუფლება ნეიტრალური უნდა იყოს ნებისმიერი რელიგიისა თუ მრწამსის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი, თავისთავად ცხადია, ის მაინც არის ფილოსოფოსების, იურისტების, პოლიტიკური თეორეტიკოსებისა და თეოლოგების აქტიური დისკუსიის საგანი. რა არის ნეიტრალიტეტის მოვალეობის რეალური შინაარსი? გამორიცხავს თუ არა ის რელიგიურ მოქალაქეებს საჯარო სფეროში პოლიტიკური დებატებიდან? შეიძლება ოდესმე რელიგიურმა არგუმენტებმა გაამართლოს სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებები? ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია წამოჭრილი საკითხებისა. ამის გათვალისწინებით, ჩემი სადოქტორო დისერტაციის მიზანია ჩავუღრმავდე კოლოსალურ სამეცნიერო დისკუსიას ამ თემაზე, რათა შემოგთავაზოთ ნეიტრალიტეტის პრინციპის განმარტება, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება ქართულ კონტექსტს.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციული სამართლის სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა (20.01.2017; 27.12.2016)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კერძო სამართლის სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა (25.12.2016; 21.05.2015).
- DAAD-ის სამაგისტრო სტიპენდია მიუნსტერის უნივერსიტეტში (10/2018 – 11/2019)
- Erasmus + დაფინანსება გაცვლითი სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტში (03/2018 – 08/2018)
- DAAD-ის გრანტი გერმანული ენისა და ცივილიზაციის კურსისთვის პოტსდამის უნივერსიტეტში (08/2016)
ძალიან ბედნიერი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ერთობლივ სადოქტორო სკოლაში მონაწილეობით. საკმარისი დრო მქონდა ორივე უნივერსიტეტის უფრო ახლოს გაცნობისთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ კვლევის პირობებით და სწავლების ხარისხით. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყოველთვის შემიძლია მქონდეს პროფესიული მხარდაჭერის იმედი, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ საკითხებში. ჩემი მხრივ, ვეცდები სრულად გამოვიყენო ეს უნიკალური შესაძლებლობა, შევიძინო ახალი ცოდნა და უნარები, შევხვდე რაც შეიძლება ბევრ საინტერესო ადამიანს, გამოვცადო საკუთარი თავი ახალ სიტუაციებში და ამით გავიფართოო მსოფლმხედველობა. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა დიდ წვლილს შეიტანს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.