
გვანცა ჯიქია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მიუნსტერის უნივერსიტეტი
- ბაკალავრიატი: სამართლის პროგრამა, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი, საქართველო), 09/2011 – 07/2015.
- მაგისტრატურა: შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, იურიდიული კვლევების დეპარტამენტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), 09/2016 – 06/2017.
პოლიტიკურ რევოლუციებს შეუძლია მთელი იურიდიული სტრუქტურის გარდაქმნა. მასობრივი პროტესტებისა და უსამართლოდ მიჩნეული, მოქმედი რეჟიმების უარყოფის შედეგია რევოლუციები, რომლებიც იწვევენ ფართო სტრუქტურულ ცვლილებებსა და ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი წესრიგის დაწესებას. რევოლუციონერები ხელში იგდებენ ძალაუფლებას და ამტკიცებენ, რომ სამართლიანი პოლიტიკური სისტემის გარანტი არიან. ისინი ხელს უწყობენ და ახდენენ ძლიერი დემოკრატიული იმპულსების მობილიზებას ტირანული მთავრობების დასამხობად. რევოლუციები, როგორც პოპულარული მოვლენები, ხშირად ხასიათდებოდნენ სისხლის ღვრით. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია, არისტოკრატული და ფეოდალური ტრადიციების დარღვევა, არა მხოლოდ ფრანგული, არამედ უფრო ფართო, ევროპული სახელმწიფოებრივი წყობის მიერ მიმართულების შესაცვლელად დიდი ძალადობის საფუძველზე მოხდა. ასეთი ძალადობის გამართლება არის უკეთესი მომავალი, სადაც მმართველი ვერ შეძლებს თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და უფლებამოსილი იქნება მხოლოდ იმ ხალხის მიერ, რომელსაც ეკუთვნის სუვერენიტეტი. თანამედროვე სამყაროში კონსტიტუციური დემოკრატიის დაფუძნებით, რევოლუციებმა ძველი წესრიგის დამხობის შემდეგ შექმნეს ახალი, ლეგიტიმური წესრიგის დამყარების პრობლემა.
რევოლუციებს ამბიციური მიზნები აქვთ. ახალი კონსტიტუციის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც ხდება რევოლუციური პრინციპების ინსტიტუციონალიზაცია, მათი პროტესტიდან კანონად გადაქცევის ნიშანია. რევოლუციური სცენარები, წერს სტივენ გარდბაუმი, ეხება „უეცარ, მკვეთრ, ან სულ მცირე შედარებით ხანმოკლე გარდაქმნებს“, ნაცვლად სამართლებრივი სისტემის თანდათანობითი ევოლუციისა. რევოლუციები ხშირად ხდება ქაოსისა და ძალადობის გზით, რაც ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბების წარუმატებლობით სრულდება. კონსტიტუციის, რომელიც მდგრადია, ორიენტირებულია ინდივიდების თავისუფლებებზე და თრგუნავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას „შემოწმებისა და ბალანსის“ მექანიზმის მეშვეობით. კონსტიტუციური სამართლის, ისტორიული კვლევისა და სამართლებრივი და პოლიტიკური ფილოსოფიის სტრუქტურების შერწყმით, ეს კვლევითი პროექტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს რევოლუციური ძალადობა ან მისი არარსებობა მის მიერ დამყარებული ახალი კონსტიტუციური წესრიგის ეფექტურობაზე, სტაბილურობასა და გამძლეობაზე.
რევოლუციები, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ სფეროებში ღრმად არიან დაკავშირებული ლეგიტიმურობის საკითხებთან. რევოლუციონერები და მათი თანამზრახველები ცდილობენ მიიღონ სხვადასხვა სახის თანხმობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, არსებული კონსტიტუციური წესრიგის დასამხობად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი ქმედებები გახდეს ნორმატიულად სანქცირებული რეტროსპექტულად, და ამავდროულად იურიდიულად განუმეორებელი. უფრო ფართო კითხვების ერთმანეთთან დაკავშირებით, ეს პროექტი შედარების მიზნით ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ შემთხვევებზე, რათა დაისვას კითხვა: როგორ იყო კანონიერად აღქმული რევოლუციური აქტის ლეგიტიმაცია სახელმწიფოს, რევოლუციონერებისა და მათი პოსტრევოლუციური მემკვიდრეების მიერ?
მეორე საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 09/2017 – ქუთაისი, საქართველო
- იურიდიული მკვლევარი პროექტში „უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების ხელშეწყობა“, რომელსაც მხარს უჭერდა ღია საზოგადოების საქართველოს ფონდი (OSGF).
- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მხარდაჭერილი პუბლიკაციის „საკანონმდებლო შესაძლებლობების გაძლიერება საკანონმდებლო-აღმასრულებელ ურთიერთობებში“ მთარგმნელობითი და კორექტირების ჯგუფის წევრი.
ჩემთვის დიდი პატივი და მოტივაციაა ვიყო ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტი, რომელსაც დიდად მხარს უჭერს ფოლკსვაგენის ფონდი. პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის თანამშრომლობა, პოლიტიკური და იურიდიული ფილოსოფიის განსხვავებული მიდგომების გაერთიანებისთვის უჩვეულო გზას წარმოადგენს. აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის განსაკუთრებული მხარდაჭერა მეხმარება სრულად მოვახდინო კონცენტრაცია ჩემს კვლევით პროექტზე, რაც კვლევის პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. მათი მხარდაჭერა თავდაჯერებულობას მანიჭებს, რომ ცნობისმოყვარეობა ჩემი კვლევითი პროექტის მიმართ შესანიშნავ შედეგებს გამოიღებს. ეს აკადემიური გარემო კრიტიკულ აზროვნებასა და ჩემი კვლევითი ინტერესი გაღრმავებას უწყობს ხელს.