
აია ბერაია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მიუნსტერის უნივერსიტეტი
beraia.aia@gmail.com
- ბაკალავრიატი: პოლიტიკის მეცნიერება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2012 წწ.;
- მაგისტრატურა: გენდერული კვლევები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015-2017 წწ.;
- დამოუკიდებელი მკვლევარი, 2015-2019 წწ.;
- მკვლევარი, თბილისი პრაიდი, 2019-2020 წწ.;
- მოწვეული ლექტორი, მასკულინობის კვლევები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018 წ;
- მოწვეული ლექტორი, ფემინისტური თეორიის შესავალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018-2020 წწ.
მოქალაქეობა
სექსუალობა და სექსუალური თავისუფლების მნიშვნელობა ფილოსოფიურ ლიტერატურაში განხილულია ფემინისტური ეთიკის, მოქალაქეობისა და ბიოპოლიტიკის გადაკვეთის წერტილებში. ფილოსოფიაში არსებული „ეთიკის“, „თავისუფლების“ და „მოქალაქეობის“ ფართო განმარტებების გარდა, ისინი ასევე თეორიიზებული და ხელახლა კონცეპტუალიზირებულია ფემინისტი და ქვიარ თეორეტიკოსების მიერ. მათი შრომა წარმოადგენს ტრადიციული დასავლური ეთიკისა და პოლიტიკური ფილოსოფიის კრიტიკას, რომელიც „ამცირებს ან ღირებულებას უკარგავს ქალთა მორალურ გამოცდილებას“. ბიოპოლიტიკა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია/თეორია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სექსუალობის საკითხში. მიშელ ფუკოს აზრით, ძალაუფლება/ბიოპოლიტიკა არეგულირებს სხეულს და ცხოვრებას დომინირებისა და დამორჩილების გზით – მაშასადამე, ბიოპოლიტიკა წარმოდგენილია როგორც უარყოფითი ძალა. თუმცა, რობერტო ესპოზიტოს ბოლოდროინდელი ნამუშევრები არის ცხოვრებასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთობის გადახედვის მცდელობა. ესპოზიტო გვაწვდის ახალ „აფირმაციული ბიოპოლიტიკის“ კონცეფციას, „რომელშიც ცხოვრება არის არა ობიექტი, არამედ პოლიტიკის სუბიექტი“. ამ დებატების შემდეგ, კვლევის მიზანია სექსუალობის ფემინისტური ეთიკის შესწავლა სექსუალური თავისუფლებისა და სექსუალური მოქალაქეობის შესაძლო მნიშვნელობების მეშვეობით.
- პანელის დისკუსიის მოდერატორი, „რადიკალური ჯგუფების გაძლიერება: როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, LGBTQ საერთაშორისო კონფერენცია – თანასწორობა საჯარო სივრცეში, თბილისი, ივნისი, 2019 წ.;
- „არასამთავრობო ორგანიზაციების მიღმა: მშვიდობის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დეკოლონიზაცია“, სათემო კონფლიქტი;
- ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში: გენდერული ნორმების გამოწვევა, წარსულთან გამკლავება და გარემოს დაცვა, თბილისი, დეკემბერი, 2018 წ.;
- „ნაციონალიზმი და ჰეგემონური მასკულინობა პოსტსაბჭოთა საქართველოში“, საერთაშორისო კონფერენცია – ქვიარ და ფემინისტური კვლევები აღმოსავლეთ ევროპაში, ბუქარესტი, ნოემბერი, 2017 წ.;
- „რუსული რევოლუცია და ქართველი ფემინისტები“, ‘ქალები ომში’ მე-4 ყოველწლიური კონფერენცია: გენდერი რევოლუციაში, ომსა და მშვიდობის მშენებლობაში, ოდესა, ოქტომბერი, 2017 წ.;
- „საქართველო, როგორც მესამე სამყაროს ნაწილი: ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების არასამთავრობო ორგანიზაცია“, სტუდენტთა გენდერული კვლევების მესამე წლიური კონფერენცია, თბილისი, მაისი, 2017 წ.;
- „რუსული რევოლუცია და ქართველი ფემინისტები: ქალი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი“, სტუდენტთა გენდერული კვლევების მეორე ყოველწლიური კონფერენცია, თბილისი, აპრილი, 2016 წ.
- ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, მფილის სტუდენტი/მკვლევარი, განვითარების ანთროპოლოგია, ბერგენის უნივერსიტეტი 2012-2014 წწ.
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ნაწილი. ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩემი პიროვნული და აკადემიური/პროფესიული განვითარებისთვის. საქართველოსა და გერმანიის ორი უნივერსიტეტის რესურსებზე წვდომა მდიდარი აკადემიური გამოცდილების პერსპექტივას გვაძლევს – იმედია შევძლებ ნაყოფიერად მუშაობასა და დისერტაციის სრულყოფას აკადემიური ლიტერატურის, კონფერენციების, ხელმძღვანელებისა და სხვა დოქტორანტების დახმარებით.