სადოქტორო კოლოქვიუმები და კითხვის სესიები

სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ აკადემიური პროცესი სამ მთავარ პრინციპს ემყარება, ესენია: დამოუკიდებელი კვლევისთვის საკმარისი დროის გამოყოფა, ყოველკვირეული შეხვედრები  დოქტორანტებთან და რეგულარული კოლოკვიუმები ხელმძღვანელებთან. მიუნსტერში ყოფნისას დოქტორანტებს შეუძლიათ, ისარგებლონ მიუნსტერის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურითა და ოფისებით, რაც დაეხმარებათ კვლევაზე კონცენტრირებაში. მათ აქვთ ერთიანი პლატფორმა იდეების, კითხვებისა თუ პრობლემების გაზიარებისთვის კვლევის წარმოებისა და ნაშრომის წერის პროცესში. ყოველ სემესტრში დოქტორანტებმა უნდა წარადგინონ კვლევის შედეგები პოგრამის კოლოკვიუმზე, სადაც მიიღებენ უკუკავშირს კოლეგებისგან და ხელმძღვანელებისგან (პროფ. მიხაელ კვანტე, პროფ. გიგა ზედანია და პროფ. თომას გუტმანი). ამ გზით პროგრამა „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დოქტორანტებს კვლევის პროცესში. გარდა ამისა, კითხვის ყოველკვირეულ სესიებზე, დოქტ. საიმონ დერპმანთან, დოქტ. არმანდო მანკისისთან და ნიკოლას კოისთან ერთად, დოქტორანტებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური ფილოსოფიის  ტექსტების განხილვაში, რაც მათ საკუთარ კვლევაშიც დაეხმარებათ.