ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი 2020 წლისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ერთობლივად აცხადებენ კონკურსს ახალგაზრდა მკვლევრის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტდოკებს, რომლებმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვეს 2014 წლის შემდეგ ჩამოთვლილი დისციპლინებიდან ერთ-ერთში– ბიოლოგია, ეკოლოგია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ფიზიკა, მედიცინა. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პოსტდოკებს.

ახალგაზრდა მკვლევრის პოზიცია ფინანსდება 11 თვის განმავლობაში (2020 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით) და ანაზღაურება განისაზღვრება 500 ევროს ექვივალენტით ლარში.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელფოსტაზე – doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ Young Researcher Grant.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 23 თებერვალი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).

კონკურსის კონკრეტული პირობებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

Call for Applications (ინგლისურად)
Application Form (ინგლისურად)