ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის, სამეწარმეო განათლებისა და საუნივერსიტეტოს კვლევების მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის მეშვეობით.
პროექტის მიზანია საქართველოში მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის წახალისება და უნივერსიტეტებისა და სრულიად რეგიონის მასშტაბით სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნა.
24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის საერთაშორისო სადოქტორო სკოლას ვიზიტით ეწვევიან კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი დოქტორი ჯერზი სავიცკი და ამავე უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისის დირექტორი- ჯეკ კრაზევსკი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები ახალგაზრდა მვლევარების, დოქტორანტების, ფაკულტეტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
სასემინარო თემა იქნება აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია.
სასემინარო თემის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- აკადემიურ გარემოში ტექნოლოგიების გადაცემის სტრატეგიები, პრაქტიკა და მაგალითები;
- კვლევებისა და მეწარმეობის განვითარების მექანიზმები;
- ინდუსტრიასთან პარტნიორობის შესაძლებლობები და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზები;
- ღირებულებების შექმნა-შეთავაზება, რაც ახალგაზრდა მკვლევრებს/დოქტორანტებს საკუთარი კვლევის შედეგების უფრო ეფექტურად წარმოჩენაში ეხმარება.
როგორ დავრეგისტრირდე?
მიყევით ქვემოთ მითითებულ ბმულს და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/vdkWUM5d1soy1T67A
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. რეგისტრაცია სავალდებულოა.
რეგისტრაციის ვადა: 20 აპრილი, 2019
სამუშაო ენა: ინგლისური
თარიღი: 24 აპრილი, 2019
დრო: 14:00-18:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი, ოთახი 207