კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქრისტინე მარგველაშვილი პროგრამაში მონაწილე სტუდენტების პირველ წარმომადგენლად დაინიშნა. ამ ფუნქციას იგი 2019 წლის მარტის ბოლომდე შეასრულებს. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში იგი წარმოადგენს პროგრამის მონაწილეთა ინტერესებს, მათ შორის მმართველ საბჭოსთან შეხვედრებზე. იგი ხელს შეუწყობს პროგრამის გაუმჯობესებასა და შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მომზადებას. იგი ასევე იქნება პროგრამის წარმომადგენელი უნივერსიტეტში და მის გარეთ გამართულ ღონისძიებებზე. ამგვარად, დოქტორანტების
წარმომადგენლის პოზიცია და ფუნქციები გადამწყვეტ როლს ითამაშებს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის პრინციპის განხორციელებაში.