ტრენინგი „პრეზენტაცია პოსტერის საშუალებით“

2020 წლის 28 დეკემბერს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებითილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი თემაზე „პრეზენტაცია პოსტერის საშუალებით“.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმაუპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:

  1. რა არის პრეზენტაცია პოსტერით?
  2. როგორ გავმართოთ პრეზენტაცია სათაურებით?
  3. როგორ დავიტანოთ პოსტერზე ისეთი ტექსტი, რომელიც საინტერესო იქნება სამიზნე ჯგუფისთვის?

სამეცნიერო კონფერენციებისა და ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სამეცნიერო პოსტერების მომზადება. თუმცა საკმაოდ  რთულიაკვლევის შინაარსის გადმოცემა 300-დან 800-მდე სიტყვით.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი (დასაწყისი –18:00 საათი )

ტრენინგი ჩატარდება Zoom შეხვედრის ფორმატით ქართულ ენაზე. ის გამიზნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის II-VIII სემესტრის დოქტორანტებისთვის, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი.
უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის კოტუტელის მოდელზე დაფუძნებული პროგრამების დოქტორანტებს. კანდიდატები შეირჩევიან  ადრე დარეგისტრირების პრინციპით, დანარჩენი აპლიკანტები კი აღირიცხებიან სარეზერვო სიაში.

განაცხადის შევსების ბოლოო ვადაა 27 დეკემბერი, 18:00. არასრული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. განაცხადის შესავსებად გამოიყენეთ ბმული: https://docs.google.com/forms/d/181RNLIK9Ejh7AQv2HYwOkrZO6tqmsxXpdN0c8C-QcUg/edit

ტრენერის შესახებ:

თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლა.