29 დეკემბერს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი თემაზე: „PR ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
- რა არის პიარი?
- პიარი და იმიჯი
- სამეცნიერო შინაარსის კონტენტის კომუნიკაცია საზოგადოებასთან
- სოციალური მედია და სამეცნიერო კონტენტი
- მედიასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან ურთიერთობა მეცნიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტრენინგის მონაწილეები იმ თემებს გაივლიან, რომლებიც შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგებათ.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი (დასაწყისი: 18:00 საათი)
ტრენინგი ჩატარდება Zoom შეხვედრის ფორმატით ქართულ ენაზე. ის გამიზნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის II-VIII სემესტრის დოქტორანტებისთვის, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი.
უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის კოტუტელის მოდელზე დაფუძნებული პროგრამების დოქტორანტებს. კანდიდატები შეირჩევიან ადრე დარეგისტრირების პრინციპით, დანარჩენი აპლიკანტები კი აღირიცხებიან სარეზერვო სიაში.
განაცხადის შევსების ბოლოო ვადაა 28 დეკემბერი, 18:00. არასრული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. განაცხადის შესავსებად გამოიყენეთ ბმული: https://bit.ly/3mIeCSU
ტრენერითორნიკე გურული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,.ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლა