ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსის შედეგები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის თანამშრომლობის ფარგლებში კარლ ფრიდრიხ ლემან- ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ერთობლივად გამოცხადებული ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსი დასრულდა.

კონკურსის მონაწილეები შეაფასა ბრძანებით (N1201-03 20/04/2021) დანიშნულმა კომისიამ. სულ წარმოდგენილი იყო 5 საკონკურსო განაცხადი.

ახალგაზრდა მკვლევარის კონკურსისათვის შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოვლინდა თენგიზ ციმნარიძე.