12 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-ავგუსტის სახელობის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის „კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა“ დოქტორანტ ეკა გურგენაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის მსგავს ვარსკვლავებზე“ (A search for the Rieger-type periodicity on the Sun-like stars) დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი, გეორგ-ავგუსტის სახელობის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ანსგან რაინერი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 12 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 აუდიტორია, (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი