ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მიერ ერთობლივად გამოცხადებული ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსი დასრულდა. კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული ერთი პირი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ მის მონაწილეებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით