Elza Imnadze

აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია

აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია

24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლას ეწვივნენ კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ჯერზი სავიცკი და ამავე უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისის დირექტორი ჯეკ კრაზევსკი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სემინარები ახალგაზრდა მკვლევრების, დოქტორანტების, ფაკულტეტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ვიზიტი განხორციელდა პროექტის ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის რეგიონული განვითარების […]

აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია

აკადემიური კვლევა, მეწარმეობა და ინოვაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის რეგიონული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის, სამეწარმეო განათლებისა და საუნივერსიტეტოს კვლევების მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის მეშვეობით. პროექტის მიზანია საქართველოში მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის წახალისება და […]

ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი 2020 წლისთვის

ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი 2020 წლისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ერთობლივად აცხადებენ კონკურსს ახალგაზრდა მკვლევრის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტდოკებს, რომლებმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვეს 2014 წლის შემდეგ ჩამოთვლილი დისციპლინებიდან ერთ-ერთში– ბიოლოგია, ეკოლოგია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ფიზიკა, მედიცინა.  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პოსტდოკებს. ახალგაზრდა მკვლევრის პოზიცია ფინანსდება 11 თვის […]

„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“

„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა (IDS) აცხადებს კონკურსს ერთობლივ სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ფარგლებში შვიდ დაფინანსებულ დოქტორანტურის პოზიციაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროექტი ქართველ კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ სადოქტორო კვლევა პრაქტიკულ ფილოსოფიაში კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით. პროექტი მოიცავს თანახელმძღვანელობას ქართველი და გერმანელი პროფესორების მიერ, სასწავლო და საკვლევ პერიოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და […]

კონკურსი დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში

კონკურსი დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის ფარგლებში. ერთობლივი სადოქტორო პროგრამა სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი და საქართველოს შოთა რუსთაველის […]

კონკურსი დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის პოლიტოლოგიის სამეცნიერო მიმართულებით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში

კონკურსი დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის პოლიტოლოგიის სამეცნიერო მიმართულებით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის ერთი პოზიციისთვის პოლიტოლოგიის სამეცნიერო მიმართულებით გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის-უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის თანამშრომლობის ფარგლებში. ერთობლივი სადოქტორო პროგრამა სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული […]

დოქტორანტ გიორგი ჩალაძის სტატია გამომცემლობის SCIENCE PUBLISHING GROUP ჟურნალში

დოქტორანტ გიორგი ჩალაძის სტატია გამომცემლობის SCIENCE PUBLISHING GROUP ჟურნალში

ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მკვლევარმა გიორგი ჩალაძემ გამომცემლობის Science Publishing Group ჟურნალში გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია „Estimation of Ground Dwelling Arthropod Densities Using“. კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო დაფინანსების პროგრამის ხელშეწყობით და გოტინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი ენიჭებათ გამორჩეული სამეცნიერო მისწრაფებების მქონე პერსპექტიულ კანდიდატებს, რომლებმაც ცოტა […]

ვორკშოპი TAKING CONTROL OF YOUR WRITING დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ვორკშოპი TAKING CONTROL OF YOUR WRITING დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს ვორკშოპს სადოქტორო ნაშრომის წერასთან დაკავშირებით (Taking Control of Your Writing). დეტალებისთვის გადადით ბმულზე – https://bit.ly/36bn9Hu ვორკშოპის დასრულების შემდეგ დასწრების სერტიფიკატი გაიცემა ყველა მონაწილეზე. ვორკშოპი ჩატარდება on-line ფორმატში. თარიღები და დროები:  დღე N1 – 04.06.2020, ხუთშაბათი, 10:00-13:00; დღე N2 – 18.06.2020, ხუთშაბათი, 10:00-13:00; დღე N3 – 02.07.2020, ხუთშაბათი, 10:00-13:00; დღე […]

ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსის შედეგები

ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსის შედეგები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მიერ ერთობლივად გამოცხადებული ახალგაზრდა მკვლევრის კონკურსი დასრულდა. კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული ერთი პირი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ მის მონაწილეებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით