12 ნოემბერს პროგრამის მონაწილე დოქტორანტმა, ეკატერინე ნანიტაშვილმა წაიკითხა მოკლე მოხსენება მიმდინარე კვლევის „არგუმენტის სტრუქტურა ქართულ ჟესტურ ენაში“ შესახებ. მოხსენების შემდეგ გამართულმა დისკუსიამ და კითხვებმა გამოავლინა დამსწრე აუდიტორიის ინტერესი ჟესტური ენების მიმართ. მსგავსი ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე დოქტორანტებს გააცნონ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტები, აგრეთვე მათგან სასარგებლო რჩევები მიიღონ. შეხვედრა ინფორმაციული და სასარგებლო იყო როგორც […]
კატეგორია: ახალი ამბები
კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა – პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამა დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას სადოქტორო ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. პროგრამის დოქტორანტები სრულ დაფინანსებას იღებენ ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა […]
ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი 2019 წლისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ერთობლივად აცხადებენ 2019 წლისთვის ახალგაზრდა მკვლევრის გრანტს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტდოკებს, რომელთაც მიიღეს დოქტორის ხარისხი 2014 წლის შემდეგ ჩამოთვლილი დისციპლინებიდან ერთ-ერთში: კულტურული კვლევები, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, განათლება, ისტორია, ხელოვნების ისტორია ან არქეოლოგია. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოსტდოკებს. ახალგაზრდა […]
ილიაუნის დელეგაციის ვიზიტი გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ილიაუნი) და გეორგ-აუგუსტის გოტინგენის უნივერსიტეტის (UGOE) ერთობლივი პროექტის – ,,სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – აზროვნების თავისუფლება“ – ფარგლებში ილიაუნიში ფუძნდება კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა. პარტნიორ უნივერსიტეტში შეხვედრების გასამართად გოტინგენის უნივერსიტეტს 2018 წლის 3-7 დეკემბერს ილიაუნის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დასაფუძნებლად საჭირო დაგეგმვას ისახავდა მიზნად. ილიაუნის დელეგაციაში იყვნენ: […]
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის
რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2018 წლის 8 სექტემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 411 აუდიტორიაში. იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადოქტორო ნაშრომი უნდა […]