დოქტორანტ ეკატერინე ნანიტაშვილის პრეზენტაცია სადოქტორო ფორუმზე

12 ნოემბერს პროგრამის მონაწილე დოქტორანტმა, ეკატერინე ნანიტაშვილმა წაიკითხა მოკლე მოხსენება მიმდინარე კვლევის „არგუმენტის სტრუქტურა ქართულ ჟესტურ ენაში“ შესახებ. მოხსენების შემდეგ გამართულმა დისკუსიამ და კითხვებმა გამოავლინა დამსწრე აუდიტორიის ინტერესი ჟესტური ენების მიმართ. მსგავსი ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე დოქტორანტებს გააცნონ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტები, აგრეთვე მათგან სასარგებლო რჩევები მიიღონ. შეხვედრა ინფორმაციული და სასარგებლო იყო როგორც მომხსენებლისთვისმ ასევე მსმენელებისთვის.